ბიძინა ივანიშვილი : ”ძირითადი პრობლემა უმუშევრობაა”

ხელისუფლებამ უნდა შექმნას პირობები, რომ შეიქმნას სამუშაო ადგილები.

ამის შესახებ საქართველოს ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა, ბიძინა ივანიშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, დღევანდელი მთავრობის ძირითადი პრობლემა არის უმუშევრობა. ”ამას ყველაზე დიდ შეცდომად უთვლიან ხელისუფლებას, რასაც არ ვეთანხმები. ხელისუფლებამ უნდა შექმნას პირობები, რომ შეიქმნას სამუშაო ადგილები. სამუშაო ადგილები კი უნდა შექმნას ბიზნესმა, რისთვისაც ხელისუფლებამ უნდა შექმნას სათანადო პირობები", - აღნიშნა ივანიშვილმა.