ქრონიკული დაავადებების სამკურნალო მედიკამენტებით უზრუნველყოფის პროგრამის მეშვეობით, ასაკით პენსიონერებსა და შშმ პირებს 23 მედიკამენტის 50%-დან 87%-მდე ფასდაკლებით შეძენა შეეძლებათ.
რაც შეეხება თოთოეული მედიკამენტის ფასს, ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, მათი ჩამონათვალი ასეთია: ენაპრილი 10 მგ- 20ტბ - 1,20 ლარი (ფასის კლება მოხდა 74%-ით); ენაპი 20მგ-20ტბ - 1,30 ლარი (ფასი შემცირდა 75%-ით); ლოზაპი 100მგ-30ტბ - 3 ლარი (ფასი შემცირდა 86%-ით); ლორისტა 100მგ-28ტბ - 2,80 ლარი (ფასის კლება - 87%); ეგილოკი 100მგ-60ტბ - 2,90 ლარი (ფასი 72%-ით შემცირდა); კორდარონი 200მგ-30ტბ - 3,10 ლარი (73%-იანი კლება); ვარფარინ-ნიკომედი 2,5მგ-50ტბ - 2,50 ლარი (ფასი 50%-ით შემცირდა); დიგოქსინი-გრინდექსი 0,25-50ტბ - 1,20 ლარი (ფასი 50%-ით შემცირდა); ვერიშპირონი 25მგ-20ტბ - 2,35 (50%-იანი კლება); ატორისი 20მგ-30ტბ - 2,70 ლარი(63%-იანი კლება); ზილტი 75მგ-28ტბ - 5,90 ლარი (72%-იანი კლება); მინისანი 40მგ-30ტბ 4,10 ლარი (ფასი 81%-ით შემცირდა); ფუროსემიდი 40მგ-20ტბ - 1,20 ლარი; ამლოდიპინი 5მგ-100ტბ - 4,10 ლარი (81%-იანი კლება); სიოფორუ 1000მგ-60ტბ - 2,50 ლარი (ფასი 50%-ით შემცირდა); ამარილი 2მგ-30ტბ - 1,30 ლარი (50%-იანი კლება); დიაბეტონი MR 60მგ-30ტბ - 4,20 ლარი (50%-იანი კლება); თიროზოლი 5მგ-50ტბ - 6 ლარი (73%-იანი კლება); L-თიროქსინი 50მკგ-50ტბ - 2,25 ლარი (53%-იანი კლება); ალბუტეროლის სულფატი 2,5მგ/0,5მლ - 1,45 ლარი (50%-იანი ფასდაკლება); სერეტიდი დისკუსი 50/250 მკგნ- 10,70 ლარი (82%-იანი კლება); სალბუტამოლი, 200 დოზა - 3,95 ლარი (ფასი 50%-ით შემცირდა); სალბუტამოლი ინტელი 200 დოზა - 4 ლარი (50%-იანი ფასდაკლება); მედროლი 16მგ-50ტბ - 12,65 ლარი (ფასდაკლება - 50%); პულმიკორტი 2მლ - 2,45 ლარი (50%-იანი ფასდაკლება); ბრეტარისი ჯენუეირი 32მკგ -51,45 ლარი (50%-იანი ფასდაკლება).
ქრონიკული დაავადებების სამკურნალო მედიკამენტებით უზრუნველყოფის პროგრამით ასაკით პენსიონერები და შშმ პირები 3 სექტემბრიდან ისარგებლებენ.