The Coca-Cola Company-მ ყავახანა Costa Сoffee-ს 5 მილიარდ დოლარად შეძენაზე შეთანხმებას მიაღწია.ამის შესახებ ყავახანის მფლობელი კომპანია Whitebread-ის მიერ გავრცელებულ პრესრელიზში წერია.
"Whitebread PLC მოხარულია გაცნობოთ, რომ მიაღწია შეთანხმებას Costa Limited-ის გაყიდვასთან დაკავშირებით, მსოფლიოს ერთ-ერთი წამყვანი ბრედნისთვის, კომპანია The Coca-Cola Company-ისთვის 5,07 -მილაირდ დოლარად“- წერია განცხადებაში. მასში აღნიშნულია, რომ გადაწყვეტილება დირექტორთა საბჭომ ერთხმად ერთხმად მიიღო.
"Costa აძლევს Coca-Cola-ს ახალ შესაძლებლობებს და ცოდნას ყავის მიმართულებით და ჩვენი სისტემა იძლევა საშუალებას, მსოფლიოს მასშტაბით მოხდეს ბრენდ Costa-ს გაზრდა. ცხელი სასმელები - ეს არის ის ერთ-ერთი მცირე სეგმენტი, რომელშიც Coca-Cola არ არის წარმოდგენილი საერთაშორისო ბრენდად. Costa გვაძლევს ჩვენ წვდომას ამ ბაზარზე მისი მძლავრი პლატფორმის საშუალებით“ - განაცხადა Coca-Cola-ს მთავარმა მმართველმა ჯეიმს ქუინსიმ.
ცნობისათვის, Whitbread-მა Costa 1995 წელს 10 მილიონ დოლარად შეიძინა.
კოკა კვირკველია