რუსეთისა და აზერბაიჯანის პრეზიდენტებმა თანამშრომლობის პრიორიტეტული მიმართულებები განსაზღვრეს და ხელი მოაწერეს ორმხრივი მოლაპარაკებების შედეგად მიღწეულ ერთობლივ დოკუმენტს.
როგორც ტექსტიდან ირკვევა, ლიდერებმა დაამტკიცეს „უცვლელი დამოკიდებულება ურთიერთთანამშრომლობის გაფართოებისა და გაზრდის შესახებ, რომელიც დაფუძნებულია მოქმედი „მეგობრობის შესახებ შეთანხმებაზე“.
„მხარეები აპირებენ სავაჭრო ეკონომიკური ურთიერთობები აიყვანონ უფრო მაღალ დონეზე, რომელიც თანხვედრაშია თანამედროვე განვითარებასთან. პრეზიდენტები განსაკუთრებულ ყურადღებას რამდენიმე პერსპექტიულ მიმართულებებს დაუთმობენ. მათ შორის, შეიქმნება უფრო მეტად სასარგებლო პირობები სავაჭრო ურთიერთობებში, რომლითაც სარგებელს ნახავს ორივე ქვეყანა. ასევე, დოკუმენტის მიხედვით, უნდა გაიზარდოს სატრანზიტო-სატრანსპორტო პოტენციალი რუსულ-აზერბაიჯანულ ნაწილებში თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებით, ასევე შეიქმნას საერთო საწარმოები ეროვნული ეკონომიკის პერსპექტიულ დარგებში და ა.შ.- წერია განაცახდებაში.
ლიდერებმა ასევე გამოხატეს მზაობა, რომ ამ ხელმოწრილ დოკუმენტში გაწერილ მიმართულებებს 2024 წლამდე სისრულეში მოიყვანენ და ის ხელს შეუწყობს ქვეყნებს შორის შემდგომ კიდევ უფრო მყარ თანამშრომლობას.
კოკა კვირკველია