ირანი და ერაყი დოლარზე აღარ ივაჭრებენ

ბაღდადი და თეირანი შეთანხმდნენ ამორიცხონ დოლარი იმ ვალუტების ჩამონათვალიდან, რომლის ფარგლებშიც აწარმოებენ ურთიერთვაჭრობას.

ამის შესახებ სააგენტო Mehr-ი ირან-ერაყის სავაჭრო პალატის ხელმძღვანელზე იაჰია ელ საიხზე დაყრდნობით წერს.

„ამერიკული დოლარი ამორციხულია იმ ვალუტების სიიდან, რომელიც გამოიყენება ირანსა და ერაყს შორის ვაჭრობისას. ისინი გამოიყენებენ ირანულ რეალს, ევროს და ერაყულ დინარს ფინანსური ანგარიშსწორებისას“ - განაცხადა ჩინოვნიკმა.

მისივე თქმით, სავაჭრო ურთიერთობებში კიდევ ერთი ფორმა იქნება ბარტერი, ანუ პროდუქციის გაცვლა ორი ქვეყნის კომპანიებს შორის.

კოკა კვირკველია