ყატარი გეგმავს მილიარდობით დოლარის ინვესტირებას და საინვესტიციო პროექტების რეალიზებას გერმანიის ეკონომიკაში და გარკვეულ გერმანულ კომპანიებში წილის შეძენას.
ამის შესახებ გამოცემა Handelsblatt დიპლომატიურ და საქმიან წრეებში საკუთარ წყაროებზე დაყრდნობით წერს, თუმცა არ აზუსტებს, რომელი ქვეყნის წყაროებზე დაყრდნობით იუწყება.
გამოცემის ინფორმაციით, აღნიშნულის შესახებ საზოგადოების ინფორმირება მოხდება 7 სექტემბერს ბერლინში, გერმანია-ყატარის ეკონომიკურ კონფერენციაზე, რომელზეც დაგეგმილია ყატარელი ემირის ტამიდ ბენ ჰამად ალ ტანის და გერმანიის კანცლერის ანგელა მერკელის გამოსვლა. Handelsblatt-ის ინფორმაციით, თანხის მოცულობა არ სახელდება, მაგრამ საუბარია რამდენიმე მილიარდზე.
ცნობისათვის, ყატარს საკუთარი წილი აქვს ისეთ გერმანულ კომპანიებში როგორებიცაა Volkswagen, Deutsche Bank, Siemens და სხვები და მათი საერთო მოცულობა 20 მილიარდი დოლარია.
კოკა კვირკველია