ბიზნეს სექტორში დასაქმებულთა საშუალო რაოდენობა 656,5 ათასი კაცს შეადგენს

2018 წლის II კვარტალში ბიზნეს სექტორში დასაქმებულთა საშუალო რაოდენობა 656,5 ათასი კაცით განისაზღვრა, რაც გასული წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელს 4 პროცენტით აღემატება.

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, დასაქმებულთა მთლიანი რაოდენობიდან 41 პროცენტი ქალი, ხოლო 59 პროცენტი - კაცია.

ამასთან, დასაქმებულთა მთლიანი რაოდენობის 36,8 პროცენტი - მსხვილ ბიზნესზე; 22,0 პროცენტი - საშუალოზე; ხოლო დარჩენილი 41,2 პროცენტი - მცირე ბიზნესზე მოდის.

„საქსტატის“ ცნობით, ბიზნეს სექტორში დაქირავებულთა მთლიანმა რაოდენობამ 621,4 ათასი კაცი შეადგინა (გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით - 3,9 პროცენტით მეტი). საწარმოთა მთლიანი დანახარჯები პერსონალზე - 2 159,8 მლნ ლარით განისაზღვრა (გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 8,2 პროცენტით მეტი).