თურქეთში ინფლაციის დონემ ბოლო 15 წლის განმავლობაში ყველაზე მაღალ ნიშნულს მიაღწია და 17,9% შეადგინა.
ამის შესახებ „ფრანსპრესი“ იუწყება.
ქვეყნის სტატისტიკის სამმართველოს მონაცემებით, აგვისტოში სამომხმარებლო ფასები 17.9 %-ით გაიზარდა გასული წლის იმავე პერიოდთან შედარებით. ეს გაცილებით დიდი ზრდაა 2003 წლის ბოლოსთან შედარებით, როდესაც ინფლაციამ 15,85 % შეადგინა.
ყველაზე მეტად ფასები გაზრდილია ტრანსპორტზე - 27.13 %-ით, ხოლო საკვები პროდუქტები და უალკოჰოლო სასმელები 19.75 %-ით გაძვირდა.