მცხეთა-სტეფანწმინდა-ლარსის გზაზე მოძრაობა შეიზღუდება

მცხეთა-სტეფანწმინდა-ლარსის გზაზე 4 სექტემბერს საავტომობილო მოძრაობა შეიზღუდება.

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს, საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, საერთაშორისო მნიშვნელობის მცხეთა-სტეფანწმინდა-ლარსის (რუსეთის ფედერაციის საზღვარი) საავტომობილო გზის კმ125 - კმ133 მონაკვეთზე გზის ჰორიზონტალური მონიშვნის სამუშაოების გამო, 11:00 საათიდან 12:00 საათამდე იკრძალება მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა, ხოლო, დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.

აღნიშნული რეჟიმით მოძრაობა განხორციელდება საპატრულო პოლიციის უშუალო ზედამხედველობით და კოორდინაციით.