ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ინფორმაციით, 2018 წლის იანვარ-აგვისტოში ტურისტების რაოდენობა 19,3%-ით გაიზარდა.უწყების ცნობით, 8 თვეში ქვეყანას სულ 5,895,914 ვიზიტორი ესტუმრა.
ტურიზმის ადმინისტრაციის სტატისტიკით, 2018 წლის აგვისტოში საქართველოში საერთაშორისო მოგზაურთა 1,294,926 ვიზიტი შედგა, ზრდა წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით +9.8%-ია. საერთაშორისო ვიზიტორთა მიერ განხორციელებულმა ვიზიტების რაოდენობამ 1,040,544 შეადგინა, ზრდა +10.7%-ია. ტურისტული ვიზიტების რაოდენობამ 737,049 შეადგინა, რაც 90,050-ით მეტია 2017 წლის აგვისტოს მაჩვენებელზე (ზრდა +13.9%).
2018 წლის აგვისტო
ყველაზე მეტი საერთაშორისო ვიზიტი რუსეთიდან (+15.8%), აზერბაიჯანიდან (+13.3%), სომხეთიდან(-5.7%) და თურქეთიდან (24.4%) შედგა. პოზიტიური ტენდენცია ნარჩუნდება ევროკავშირის ქვეყნებიდან, საიდანაც საქართველოში საერთაშორისო ვიზიტორების ვიზიტების ზრდის კუთხით გამოირჩეოდნენ: რუმინეთი +137%, ესტონეთი +86%, ნიდერლანდები +73%, გერმანია +58%, იტალია +54%, საფრანგეთი +45%, ჩეხეთი +40%, ესპანეთი +35%, გაერთიანებული სამეფო+30% და სხვა. განსაკუთრებული ზრდა დაფიქსირდა შემდეგი ქვეყნებიდან: ინდოეთი +166%, კორეის რესპუბლიკა +126%, ჩინეთი +95%, ბელორუსი +47%, არაბთა გაერთიანებული საემირეობი +40% და სხვა.
2018 წლის იანვარი-აგვისტოს მონაცემებით, საქართველოში 5,895,914 საერთაშორისო მოგზაურთა ვიზიტი შედგა. ზრდა წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით +12.2%-ია. საერთაშორისო ვიზიტორთა მიერ განხორციელებულმა ვიზიტების რაოდენობამ 4,883,580 შეადგინა, ზრდა+14.1%-ია. ტურისტული ვიზიტების რაოდენობამ 3,235,800 შეადგინა, რაც 523,674-ით მეტია 2017 წლის იანვარი-აგვისტოს მაჩვენებელზე (ზრდა +19.3%)
2018 წლის იანვარი-აგვისტო
ყველაზე მეტი საერთაშორისო ვიზიტი აზერბაიჯანიდან (+11%), რუსეთიდან (+22%), სომხეთიდან (+0.3%) და თურქეთიდან (+21.1%) შედგა. პოზიტიური ტენდენცია ნარჩუნდება ევროკავშირის ქვეყნების მიმართულებიდან, საიდანაც საქართველოში საერთაშორისო ვიზიტორების ვიზიტების რაოდენობის ზრდის კუთხით გამოირჩეოდნენ: ესტონეთი +98%,ნიდერლანდები +55%, რუმინეთი +55%, ბელგია +53%, გერმანია +50%,ჩეხეთი +47%, ესპანეთი +47%, გაერთიანებული სამეფო +46%და სხვა. განსაკუთრებული ზრდა დაფიქსირდა შემდეგი ქვეყნებიდან: კორეის რესპუბლიკა +139%, ჩინეთი +92%, ბელორუსი +44%, ქუვეითი 44% და ისრაელი +35%.
2018 წლის ივნისი-აგვისტო
2018 წლის ზაფხულის სეზონზე (ივნისი-აგვისტო) საქართველოში 3,061,338 საერთაშორისო მოგზაურთა ვიზიტი შედგა, ზრდა წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით +10.9%-ია. საერთაშორისო ვიზიტორთა მიერ განხორციელებულმა ვიზიტების რაოდენობამ 2,492,924 შეადგინა, ზრდა +11.5%-ია. ტურისტული ვიზიტების რაოდენობამ 1,702,015 შეადგინა, რაც 232,294-ით მეტია 2017 წლის ივნისი-აგვისტოს მაჩვენებელზე (ზრდა +15.8%)
ტურიზმი, ეკონომიკის მნიშვნელოვანი სექტორი
წინასწარი მონაცემებით 2018 წლის იანვარი-ივნისის მდგომარეობით შემოსავალი უცხოური ტურიზმიდან საქართველოში შეადგენს 1,361 მილიონ დოლარს (ზრდა +28.9%), რაც 305 მილიონით მეტია წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელზე.
2018 წლის პირველი კვარტლის მდგომარეობით შემოსავალი უცხოური ტურიზმიდან საქართველოში შეადგენს 551 მილიონ დოლარს (ზრდა +29.4%), რაც 125 მილიონით მეტია წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელზე.
2017 წლის ჯამური მონაცემებით შემოსავალი უცხოური ტურიზმიდან საქართველოში შეადგენდა 2.7 მილიარდ (2,704,339,872) დოლარს (ზრდა +28.1%), რაც 594 მილიონი დოლარით მეტია წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელზე.
ტურიზმის წილი მთლიან შიდა პროდუქტში 2018 წლის პირველი კვარტლის მონაცემებით შეადგენს 6.8%-ს. ზრდა წინა წელთან შედარებით +16.6%-ია.
2017 წლის ჯამური მონაცემებით წილმა მთლიან შიდა პროდუქტში 6.9% შეადგინა. ზრდა წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით +13%.
უწყების პროგნოზით, წლის ბოლომდე საქართველოს სავარაუდოდ 8,5 მილიონ საერთაშორისო მოგზაური ეწვევა, საერთაშორისო ტურიზმიდან შემოსავლები კი სავარაუდოდ 3 მილიარდ აშშ დოლარს გადააჭარბებს.