სიმინდი წელს და შარშან - დასავლეთ საქართველოში ფერმერები კარგ მოსავალს ელოდებიან

და­სავ­ლეთ სა­ქარ­თვე­ლო­ში თხი­ლის მო­სავ­ლის აღე­ბა და­სულ­და და ახლა ად­გი­ლობ­რი­ვი ფერ­მე­რე­ბი სი­მინ­დის მო­სავ­ლის ასა­ღე­ბად ემ­ზა­დე­ბი­ან.თუ თხი­ლის შემ­თხვე­ვა­ში მო­სა­ვალს გარ­კვე­უ­ლი ზი­ა­ნი სო­კო­ვან­მა, ბაქ­ტე­რი­ულ­მა და სხვა და­ა­ვა­დე­ბებ­მა მი­ა­ყე­ნა, სი­მინ­დის­თვის წელს მთა­ვარ საფრ­თხეს ფა­რო­სა­ნა წარ­მო­ად­გენ­და, რომ­ლის წი­ნა­აღ­მდეგ ბრძო­ლაც ამ დრომ­დე წარ­მა­ტე­ბით მიმ­დი­ნა­რე­ობს. სი­მინ­დი უკვე სიმ­წი­ფე­შია შე­სუ­ლი და მალე მო­სავ­ლის აღე­ბაც და­ი­წყე­ბა.

გა­სუ­ლი წლის­გან გან­სხვა­ვე­ბით, წელს ფერ­მე­რე­ბი კარგ მო­სა­ვალს ელო­დე­ბი­ან. მთა­ვა­რი საფრ­თხის - აზი­უ­რი ფა­რო­სა­ნას წი­ნა­აღ­მდეგ სა­ხელ­მწი­ფო­სა და მცი­რე ფერ­მე­რე­ბის მიერ ერ­თობ­ლი­ვად ჩა­ტა­რე­ბულ­მა სა­მუ­შა­ო­ებ­მა შე­დე­გიც კარ­გი მო­ი­ტა­ნა და ამ ეტაპ­ზე სი­მინ­დის მარ­ცვა­ლი მავ­ნებ­ლის­გან გა­ფუ­ჭე­ბუ­ლი არ არის. რამ­დე­ნი­მე ფერ­მერ­მა მო­სა­ვა­ლი უკვე აიღო კი­დეც, მო­სავ­ლის მა­სი­უ­რი აღე­ბა ახლო მო­მა­ვალ­ში და­ი­წყე­ბა.

ამ ეტაპ­ზე და­სავ­ლეთ სა­ქარ­თვე­ლო­ში სა­ხელ­მწი­ფოს მიერ 111 500 ჰექ­ტა­რი სი­მინ­დის სა­ყა­ნე ფარ­თო­ბი და მისი მიმ­დე­ბა­რე ტე­რი­ტო­რი­აა და­მუ­შა­ვე­ბუ­ლი. რო­გორც სურ­სა­თის ეროვ­ნუ­ლი სა­ა­გენ­ტოს მცე­ნა­რე­თა დაც­ვის დე­პარ­ტა­მენ­ტის უფ­რო­სი ნიკა მეს­ხი გან­მარ­ტავს, ფა­რო­სა­ნას წი­ნა­აღ­მდეგ რამ­დე­ნი­მე სა­ხის შე­წამ­ვლი­თი სა­მუ­შა­ო­ე­ბი ჩა­ტარ­და. გა­მო­ი­ყე­ნეს: 17 ერ­თე­უ­ლი სატ­რაქ­ტო­რო შე­მას­ხუ­რე­ბე­ლი აგ­რე­გა­ტი, 1 დიდი წარ­მა­დო­ბის აე­რო­ზო­ლუ­რი გე­ნე­რა­ტო­რი და მა­ღა­ლი გა­მავ­ლო­ბის ავ­ტო­მან­ქა­ნებ­ზე და­მონ­ტა­ჟე­ბუ­ლი 50 ერ­თე­უ­ლი სპე­ცი­ა­ლუ­რი აგ­რე­გა­ტი.

"სი­მინ­დის ყა­ნე­ბის დიდ მა­სი­ვებ­ზე ქი­მი­უ­რი წამ­ლო­ბა სა­ხელ­მწი­ფომ ჩა­ა­ტა­რა, რაც საკ­მა­ოდ შე­დე­გი­ა­ნი გა­მოდ­გა. მავ­ნებ­ლის წი­ნა­აღ­მდეგ ყვე­ლა სა­ჭი­რო ღო­ნის­ძე­ბა გა­ვა­ტა­რეთ. წი­ნას­წარ შე­მუ­შა­ვე­ბუ­ლი გეგ­მის მი­ხედ­ვით მოხ­და ყვე­ლა­ფე­რი. პო­პუ­ლა­ცი­ის წი­ნა­აღ­მდეგ წარ­მა­ტე­ბუ­ლი ბრძო­ლის­თვის სა­წყის ეტაპ­ზე სი­მინ­დის ყა­ნე­ბის გარე ტე­რი­ტო­რი­ებ­ზე და­მონ­ტაჟ­და ფე­რო­მო­ნე­ბი, რად­გან დიდ მა­სი­ვებ­ში გავ­რცე­ლე­ბა სწო­რედ ამ ად­გი­ლე­ბი­დან იწყე­ბა. შემ­დეგ კი სა­ყა­ნე ფარ­თო­ბე­ბის ქი­მი­უ­რი და­მუ­შა­ვე­ბაც და­ი­წყო. ამ ეტაპ­ზე მთა­ვა­რი საფრ­თხე, ფაქ­ტობ­რი­ვად, გა­და­ლა­ხუ­ლია. თუმ­ცა, ჩვენ სრულ მზად­ყოფ­ნა­ში ვართ, რომ თუ სად­მე ფა­რო­სა­ნას პო­პუ­ლა­ცი­ის მა­ტე­ბა და­ფიქ­სირ­დე­ბა, შე­წამ­ვლი­თი სა­მუ­შა­ო­ე­ბი კი­დევ ერთხელ ჩა­ვა­ტა­როთ" - გან­მარ­ტავს ნიკა მეს­ხი.

სა­ხელ­მწი­ფო შე­წამ­ვლით სა­მუ­შა­ო­ებს დიდ სა­ყა­ნე ფარ­თო­ბებ­ზე ატა­რებს. თუმ­ცა მავ­ნებ­ლის წი­ნა­აღ­მდეგ ბრძო­ლა­ში მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია თი­თო­ე­უ­ლი ფერ­მე­რის აქ­ტი­უ­რი ჩარ­თუ­ლო­ბაც. მცი­რე ფარ­თო­ბე­ბის და­მუ­შა­ვე­ბა ფერ­მე­რებ­მა წელს თა­ვად უზ­რუნ­ველ­ყვეს. სი­მინ­დის ყა­ნებ­ში მი­ღე­ბუ­ლი კარ­გი შე­დე­გიც სწო­რედ ად­გი­ლობ­რი­ვი ფერ­მე­რე­ბი­სა და სა­ხელ­მწი­ფოს ერ­თობ­ლი­ვი აქ­ტი­ვო­ბის შე­დე­გია. მათ სა­თა­ნა­დოდ და­ა­მუ­შა­ვეს სა­კუ­თა­რი სა­კარ­მი­და­მო ფარ­თო­ბე­ბი და მცი­რე მას­შტა­ბებ­ზე ფა­რო­სა­ნას და­მარ­ცხე­ბით, მავ­ნე­ბელს უფრო დიდი მას­შტა­ბებ­ზე გას­ვლის სა­შუ­ა­ლე­ბა არ მის­ცეს.

რო­გორც ნიკა მეს­ხი გან­მარ­ტავს, აუ­ცი­ლე­ბე­ლია, რომ ფერ­მე­რებ­მა სწორ დრო­სა და სწო­რი პრე­პა­რა­ტე­ბით შე­წამ­ლონ სა­კარ­მი­და­მო ფარ­თო­ბე­ბი. კულ­ტუ­რის სწორ დროს შე­წამ­ვლას კარ­გი შე­დე­გის მი­სა­ღე­ბად დიდი მნიშ­ვნე­ლო­ბა აქვს. რე­კო­მენ­და­ცი­ე­ბის მი­ღე­ბა კი მათ სურ­სა­თის ეროვ­ნუ­ლი სა­ა­გენ­ტოს სპე­ცი­ა­ლის­ტე­ბი­სა და გა­რე­მოს დაც­ვი­სა სოფ­ლის მე­ორ­ნე­ო­ბის სა­მი­ნის­ტროს სა­ინ­ფორ­მა­ციო სა­კონ­სულ­ტა­ციო სამ­სა­ხუ­რე­ბი­დან შე­უძ­ლი­ათ. მოქ­მე­დებს ცხე­ლი ხა­ზიც: 1501

ფო­ტო­ზე: მარცნივ სი­მინ­დის მო­სა­ვა­ლი წელს სა­მეგ­რე­ლო­ში, მარ­ჯვნივ - გა­სულ წელს ფა­რო­სა­ნას­გან და­ზი­ა­ნე­ბუ­ლი მო­სა­ვა­ლი