1-ელი ოქტომბრიდან ლიცენზიის გარეშე ტაქსით მომსახურების გაწევაზე კონტროლი შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის თანამშრომლებს და თბილისის მერიის ტრანსპორტის საქალაქო სამსახურს დაევალება.ამის შესახებ თბილისის მერიაში განაცხადეს.
მათივე ინფორმაციით, ამ დროისთვის, თბილისის ტაქსის სპეციალურ საიტზე დაფიქსირებული მონაცემებით, ტაქსით მომსახურების ლიცენზია 1132 პირს აქვს აღებული.
ცნობისთვის, 1-ელი ოქტომბრიდან ტაქსების მძღოლებს შესაბამისი ლიცენზიის გარეშე მომსახურების გაწევა ეკრძალებათ. ლიცენზიის გარეშე გადაადგილება კი 200 ლარით დაჯარიმდება.
შეგახსენებთ, რომ ტაქსით მომსახურების ნებართვის აღება მსურველებს მერიის სპეციალურ საიტზე - „თბილისის ტაქსი“ შეუძლიათ, ასევე დაინტერესებული პირები ამ მომსახურებას იუსტიციის სახლში და 10-ვე რაიონულ გამგეობაში იღებენ.