MasterCard-ი Google-ისთვის მონაცემთა გადაცემას უარყოფს

MasterCard-ი Google-ისთვის პროდუქციის შესახებ მონაცემთა გადაცემას უარყოფს.როგორც კომპანიაში აცხადებენ, MasterCard-ი ტრანზაქციის დროს იღებს მონაცემებს მხოლოდ რითეილერის დასახელებაზე და შესყიდვის მოცულობაზე, და არა ინფორმაციას ცალკეულ პროდუქციაზე, ამიტომ კომპანია არ გასცემს ინფორმაციას პროდუქციის რეკლამირების ეფექტურობისთვის - აცხადებენ -MasterCard-ში.

პარასკევს სააგენტო Bloomberg-მა გაავრცელა ინფორმაცია, რომ Google და MasterCard-ი ოთხწლიანი მოლაპარაკებებისას საიდუმლოდ შეთანხმდნენ მონაცემთა გადაცემაზე, რომელიც დაკავშირებული იყო კლიენტების საგადასახადო ოპერაციებთან, რის შედეგადაც ინტერნეტგიგანტის სარეკლამო შემკვეთები იღებდნენ შესაძლებლობას მოეხდინათ ანალიზი, ყიდულობდნენ თუ არა კლიენტები MasterCard-ით მათ რეკლამირებულ პროდუქციას. სააგენტოს ინფორმაციით, Google ანალოგიურ მოლაპარაკებებს აწარმოებდა სხვა საგადასახადო კომპანიებთანაც, თუმცა მათ შედეგზე ინფორმაცია არ გავრცელებულა.

„მედიანალიზის მომსახურებაში შედის მონაცემები ტრენდზე, რომელიც დამყარებულია ჩეკებზე და გაყიდული პროდუქციის მოცულობაზე “, - განმარტეს Mastercard-ში.

კომპანია MasterCard Inc. - ეს არის ერთ-ერთი უმსხვილესი საგადასახადო ოპერატორი მსოფლიოში. მისი საშუალებით მსოფლიოს მასშტაბით წლიურად 22 მილიარდი ტრანზაქცია სრულდება.

კოკა კვირკველია