ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის მიერ, საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული პროცესუალური დოკუმენტებისსაფუძველზე, სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოსა და 31 სამედიცინო დაწესებულებაში C ჰეპატიტის პროგრამით განსაზღვრული სამკურნალო მედიკამენტების აღწერის მიზნით, დაწყებულია ინვენტარიზაცია.ამის შესახებ ინფორმაციას შემოსავლების სამსახური ავრცელებს.
მათივე განმარტებით, პროცესი მიმდინარეობს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 261-ე მუხლის შესაბამისად.
შეგახსენებთ, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციულ სააგენტოში გამოძიება C ჰეპატიტის ელიმინაციის ფარგლებში მედიკამენტების განაწილების პროცესში არსებულ შესაძლო დარღვევებთან დაკავშირებით მიმდინარეობს.
ჯანდაცვის მინისტრის, დავით სერგეენკოს განმარტებით, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა გამოძიება C ჰეპატიტის სამკურნალო იმ მედიკამენტებთან დაკავშირებით დაიწყო, რასაც მიმდინარე წლის აპრილის თვეში ვადა პაციენტების სიმცირის გამო გაუვიდა.