ხმაურის შესახებ კანონის დარღვევისთვის ჯარიმის სახით სახელმწიფო ბიუჯეტში 11 თვეში დაახლოებით, 77 700 ლარი შევიდა.ამის შესახებ აღნიშნულია „ბიზნესპრესნიუსის“ მიერ შსს-დან გამოთხოვილ ინფორმაციაში.
ამავე მონაცემების მიხედვით, ხმაურთან დაკავშირებულ სამართალდარღვევაზე სანქცია 133 ფიზიკურ და 98 იურიდიულ პირს დაეკისრა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს საინფორმაციო-ანალიტიკური დეპარტამენტის მიერ მოწოდებული სტატისტიკური მონაცემები 2017 წლის 15 აგვისტოდან 2018 წლის 31 ივლისის ჩათვლით პერიოდს მოიცავს, ვინაიდან, ხმაურთან დაკავშირებულ სამართალდარღვევებზე რეაგირება 2018 წლის 1-ლი ივლისიდან მუნიციპალიტეტის მერიის კომპეტენციას წარმოადგენს.
შეგახსნებთ, ხმაურის შესახებ კანონზე რეგულაციები ძალაში 2017 წლის 15 აგვისტოდან შევიდა, რომლის მიხედვითაც 23 საათიდან დილის 8 საათამდე შეზღუდვები დაწესდა. ამ პერიოდში ბარებსა და რესტორნებში ხმაური მხოლოდ 40 დეციბალამდეა დასაშვები. დღისით კი ხმაური 38 დეციბალს არ უნდა აღემატებოდეს.
ხმაურის დასაშვები ნორმების გადამეტებისას დგება ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა. პირველ შემთხვევაზე - გაფრთხილება, ერთი წლის განმავლობაში განმეორებაზე - 150-ლარიანი ჯარიმა, იურიდიული პირის შემთხვევაში - 500-ლარიანი.
რაც შეეხება 2017 წლის 15 აგვისტოდან 2018 წლის 31 ივნისის ჩათვლით ჯარიმებისა და დაკისრებული ფულადი სანქციების ოდენობას, ასე გამოიყურება: