1-ელი ოქტომბრიდან ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტის მიმართულებით მგზავრთა გადაყვანის მიზნით ოპერირებას კომპანია OMNIBAS EXPRESS იწყებს.როგორც ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს შპს „საქართველოს აეროპორტების გაერთიანებიდან“ იუწყებიან, პირველი ოქტომბრიდან მგზავრებს საშუალება ექნებათ ქუთაისის აეროპორტის მიმართულებით, თბილისიდან, ბათუმიდან და ქუთაისიდან მეორე სატრანსპორტო კომპანიის საშუალებითაც ისარგებლონ.
„ჩვენი პრიორიტეტია ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტი მაქსიმალურად ხელმისაწვდომი გავხადოთ ჩვენი მგზავრებისთვის. ამიტომ, მუდმივად ვმუშაობთ იმ სატრანსპორტო კომპანიებთან სერვისის გაუმჯობესებაზე, რომლებმაც ჩვენს აეროპორტში მგზავრთა გადაყვანის მიზნით ინტერესი გამოხატეს. ეს კომპანიებია: „ ჯორჯიან ბასი“, რომელიც მანამდე ექსკლუზიურად ოპერირებდა ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში და პირველი ოქტომბრიდან ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტის მგზავრებს მოემსახურება ახალი სატრანსპორტო კომპანია - „ომნიბას ექსპრესი“. მთავარი ყურადღება, რა თქმა უნდა, მგზავრთა უსაფრთხო გადაყვანას და კომფორტულად მგზავრობას ექცევა. ხარისხიან მომსახურებას კი კონკურენცია უზრუნველყოფს“, - აცხადებენ საქართველოს აეროპორტების გაერთიანებაში.
ბილეთების შეძენა შესაძლებელი იქნება 25 სექტემბრიდან ვებ გვერდებზე www.omnibus.ge / www.omnibusexpress.ge