რა ღირს დოლარი და ევრო სავალუტო ჯიხურებში

Bloomberg-ის სავაჭრო პლატფორმაზე 13:15 საათზე ერთი დოლარი 2.6175ლარად ივაჭრება. სავალუტო ჯიხურებში კი დოლარის ყიდვა-გაყიდვა მოქალაქეებს 2.61-2.63 ლარის ფარგლებში შეუძლიათ.

„ბიზნესპრესნიუსი“ გთავაზობთ თბილისის სხვადასხვა უბნებში მოქმედ სავალუტო ჯიხურებში ლარის გაცვლით კურსს ევროსა და დოლარის მიმართ.

13:15 საათის მონაცემებით, საბურთალოზე მდებარე სავალუტო ჯიხურებში ერთი დოლარის ყიდვას მოქალაქეები 2.565-2.625 ლარის ფარგლებში შეძლებენ, სავალუტო ჯიხურები კი - 2.545–2.613 ლარად ყიდულობენ. ერთი ევროს ყიდვა კი 2.935 - 3.05-ლარის ფარგლებში, გაყიდვა კი 2.903-3.03 ლარად შეგიძლიათ.

თავისუფლების მოედანის მიმდებარე ტერიტორიაზე ერთ დოლარს 2.61-2.62 ლარად შეიძენთ, გაყიდვით კი 2.58-2.60 ლარად გაყიდით. ამავე ტერიტორიაზე ერთი ევროს ყიდვა მოქალაქეებს 3.02-3.03 ლარად შეუძლიათ, სავალუტო ჯიხურები კი - 2.98-3.00 ლარად იბარებენ.

წერეთლის გამზირის მიმდებარედ კი - ერთ დოლარის შეძენას მოქალაქეები 2.63 ლარად შეძლებენ, გაყიდვით კი 2.612 ლარად გაყიდიან. ამავე ტერიტორიაზე ერთი ევროს ყიდვას 3.06 ლარად შეძლებთ, სავალუტო ჯიხურები კი - 3.03 ლარად იბარებენ.

ეროვნული ბანკის მიერ გუშინ დადგენილი კურსით, დღეს ერთი აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.6165 ლარია. რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 3.0323 ლარია. ეროვნული ბანკი ახალ კურსს დღეს 17:00 საათზე გამოაქვეყნებს.