ეკონომიკის სამინისტრო მუშაობს სრულფასოვნად, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ განაცხადა.
ჟურნალისტები დაინტერესდნენ, უქმნიდა თუ არა მას დისკომფორტს ის ფაქტი, რომ ეკონომიკის მინისტრი გიორგი ქობულია მთავრობის სხდომებს არ ესწრება.
"გოგა ქობულიამ გააკეთა ამომწურავი კომენტარი ამ საკითხზე. ეკონომიკის სამინისტრო მუშაობს სრულფასოვნად. მეტიც, მთავრობის სხდომაზე წარმოდგენილი საკითხების უმრავლესობა სწორედ ეკონომიკის სამინისტროს მიერ არის წარმოდგენილი", - განაცხადა პრემიერმა.
როგორც ცნობილია, ეკონომიკის მინისტრი უკვე რამდენიმე კვირაა შვებულებაშია. გიორგი ქობულია არც მთავრობის დღევანდელ სხდომას არ ესწრება.