კომპანია Facebook-მა სინგაპური შეარჩია მისი პირველი მონაცემთა ცენტრის შესაქმნელად აზიაში.
როგორც The Wall Street Journal წერს, კომპანია მის შესაქმნელად 1 მილიარდი დოლარის ინვესტირებას განახორციელებს.
კომპანია სულ უფრო ხშირად აწყდება მწვავე კრიტიკას იმის შესახებ, რომ წინ აღუდგეს შეურაცხმყოფელი და პროვოკაციული ინფორმაციების გავრცელებას სოციალურ ქსელში. ბევრი ქვეყნის ხელისუფლება ითხოვს, რომ მათი მოსახლეობის მონაცემები დაცული იყოს ტექნოლოგიური კომპანიების მხრიდან იმ ქვეყნებში, სადაც არიან წარმოდგენილი. ამ პირობებში კი არსებობს რისკი, რომ ინფორმაცია მომხმარებელთა შესახებ ვერ იქნება კონფიდენციალური და იქნება გამოყენებული არამართლზომიერად.
როგორც ცნობილია, სინგაპური ზრდის ძალისხმევას სოციალური ქსელების არამართლზომიერი გამოყენების წინააღმდეგ და ამავე დროს ახდენს თავისი თავის პოზიციონირებას, როგორც საუკეთესო ადგილის მონაცემთა ბაზების ცენტრების შესაქმნელად.
ცნობისთვის, Google-მაც სინგაპური აირჩია საკუთარი მონაცემთა ბაზის შესაქმნელად. Facebook-მა კი თავისი გადაწყვეტილება იმით ახსნა, რომ სინგაპური სთავაზობს სანდო ინფრასტრუქტურას, ბიზნესისთვის მეგობრულ სახელმწიფო პოლიტიკას და ხელისუფლების მხრიდან მხარდაჭერას, რომელიც ცდილობს სინგაპური აქციოს მონაცემთა ბაზების ჰაბად.
Facebook-ის სინგაპურის ცენტრის ელექტრომომარაგება მოხდება მთლიანად განახლებადი ელექტროენერგიით და ის ფუნქციონირებას 2022 წლიდან დაიწყებს. ეს იქნება სინგაპურში არსებული ყველაზე დიდი „დატა-ცენტრი“. ჯამში კომპანიას 14 მონაცემთა ცენტრი აქვს, ძირითადად ევროპასა და აშშ-ში. ამასთან, აზია მისთვის ერთ-ერთი ყველაზე სწრაფად მზარდი რეგიონია და მისი ქსელის აქტიური მომხმარებლების 40% სწორედ ამ რეგიონზე მოდის, რაც რიცხობრივად 2,23 მილიარდი მომხმარებელია.
კოკა კვირკველია