მსოფლიოს უმსხვილესი ბრენდები სულ უფრო ხშირად ათავსებენ რეკლამებს პოდკასტებში და ანალიტიკოსების ვარაუდით, ამ ტიპის რეკლამზე დანახარჯები აშშ-ში 2020 წლისთვის გაორმაგდება.
როგორც CNBC იუწყება, 2017 წელს დახარჯული 314 მილიონი 2020 წლისთვის 659 მილიონამდე გაიზრდება.
პოდკასტების პოპუალრობაზე მეტყველებს თუნდაც The New York Times-ის მიერ ჩაშვებული არხი The Daily, რომლის აქტიური მსმენელების რიცხვი გამოჩენიდან ორი წლის თავზე ყოველთვიურად 5 მილიონია. ეს არხი რეკლამიდან და სასპონსორო მასალებიდან თვეში 290 ათასი დოლარის შემოსავალს იღებს.
ამ ფორმატის პოპულარობის მიზეზი რამდენიმეა. პირველ რიგში, პოდკასტების მოსმენისას დიდია ალბათობა, რომ მსმენელები რეკლამასაც ყურადღებით მოისმენენ, რადგან რეკლამაც იგივე ტონალობითა და ხმით იკითხება, როგორც მთლიანად ჩანაწერი. ამიტომ, ის არ გამოიყურება როგორც სარეკლამო ჭრა ან ბლოკი. მეორე გარემოება კი ის არის, რომ ასეთი რეკლამით ადვილია მიაღწიო ახალგაზრდა აუდიტორიამდე.
კოკა კვირკველია