მობილურმა ოპერატორმა „ვიონი საქართველო“, „ბილაინის“ მობილურ აპლიკაციაში MyBeeline ახალი ფუნქციების დამატების შესახებ განაცხადა.
როგორც კომპანია „ბილაინიდან“ იუწყებიან, აპლიკაცია უკვე არჩევს ფიზიკურ პირსა და კორპორატიულ კლიენტს და უკანასკნელს განსხვავებულ ინტერფეისს აჩვენებს, სადაც აბონენტი ხედავს მისი კორპორატიული ტარიფის ფარგლებში ხელმისაწვდომ ყველა პაკეტსა და მომსახურებას. ასევე, განახლების შედეგად „ბილაინის“ აბონენტებს შეუძლიათ: მიიღონ სპეციალურად მათთვის შექმნილი პერსონალური შეთავაზებები, როგორებიცაა ბონუსი „ბალანსის“ შევსებაზე, ფასდაკლება და ბონუსი ინტერნეტპაკეტის აქტივაციაზე, ან სპეციალური სატარიფო გეგმა; აპლიკაციის მთავარ გვერდზე ნახონ ბილაინ კრედიტისა და 112-ის გადასახადი.
„MyBeeline აპლიკაციის მეშვეობით „ბილაინის“ აბონენტი იღებს სრულფასოვან თვითმომსახურებას, მათ შორის შეუძლია: ჩარიცხოს თანხა, ჩართოს მომსახურებები და ტარიფები, შეამოწმოს ბალანსი და მომსახურებების სტატუსი, დეტალურად იხილოს ხარჯები და სურვილის შემთხვევაში, საბანკო ბარათის მონაცემებიც შეინახოს. აპლიკაცია ხელმისაწვდომია როგორც iOS-სა და Android-ზე, ისე Windows Mobile -ზე“, – აცხადებენ კომპანიაში.
მათივე ინფორმაციით, მსურველები MyBeeline აპლიკაციის ჩამოსატვირთად უნდა ეწვიონ: https://www.beeline.ge/applications/