შეთავაზება ადგილობრივ მომწოდებლებს მათი პროდუქციის რეალიზაციაში მხარდაჭერის მიზნით

შპს სახალხო აფთიაქი ყველა დაინტერესებულ კომპანიას სთავაზობს ქვეყნის მასშტაბით 75 ფილიალში საკუთარი პროდუქციის რეალიზების შესაძლებლობას.მათ შორის ისეთ მოშორებულ ან ძნელად მისადგომ რეგიონებში, სადაც სხვა ფარმაცევტული ქსელიც არაა და ზოგადად ქსელური სავაჭრო ობიექტების ნაკლებობაცაა, მაგ. სტეფანწმინდაში, ლენტეხში, თიანეთში, თეთრიწყაროში, წალკაში, ცაგერში.

„სახალხო აფთიაქის” საუბნო ტიპის აფთიაქებში მედიკამენტების გარდა ჩვენს მომხმარებლებს ბევრ სხვა საინტერესო პროდუქციას ვთავაზობთ. მათ შორის განვიხილავთ ისეთ პროდუქციასაც, როგორიცაა ჯანსაღი კვების, ეკოლოგიურად სუფთა ან ჰიპოალერგიული მოვლის საშუალებები, სახლის მოვლის საშუალებები, საოჯახო ნივთები, ბავშვის განვითარების ხელშემწყობი სათამაშოები, საკანცელარიო ნივთები, ეკოლოგიურად სუფთა მასალისგან დამზადებული ჭურჭელი, სავარჯიშო მოწყობილობები, ჯანმრთელობის მონიტორინგის ან ხელშეწყობისთვის განკუთვნილი ადვილად მოსახმარი ტექნიკა, კოსმეტიკური, მოზრდილთა და ბავშვის მოვლის საშუალებები, პროფესიული ტანსაცმელი და აქსესუარები, სპეციალური ან საბავშვო კვება ან ნებისმიერი სხვა საინტერესო ჯანმრთელობის ხელშემწყობი პროდუქციის ასორტიმენტი.

თუ თქვენ შეგიძლიათ სააფთიაქო ქსელისთვის ზემოთ ჩამოთვლილი ან სხვა საინტერესო პროდუქციის შემოთავაზება და გაქვთ სურვილი გაზარდოთ თქვენი პროდუქციის რეალიზაცია, ჩვენი კომპანია საუკეთესო პარტნიორის სახით მზად არის არა მხოლოდ ჩვენი სივრცე და თაროები შემოგთავაზოთ, არამედ ჩვენი გუნდის ცოდნა და გამოცდილება თქვენი პროდუქციის უკეთ წარმოჩენისა და მომხმარებლების კმაყოფილების ზრდის მიმართულებით. გთხოვთ გამოგვეხმაურეთ ან დააფიქსირეთ თქვენი ინტერესი ბმულზე და ჩვენ შეგეხმიანებით.“

სახალხო აფთიაქის ასორტიმენტის განვითარების დირექტორი, ეკა ნაცვლიშვილი

შპს „სახალხოაფთიაქი“

ბოჭორიშვილის 88/15

ტელ.:0322485858

natsvlishvili@pp.ge

საკონტაქტო პირები:

ეკა ნაცვლიშვილი: 592 222 555

ხათუნა დალაქიშვილი: 579 79 51 66

ირინა ტყემალაძე: 579 55 90 90

(R)