სპეცპროექტი ბებო

საქართველოში 700 ათასზე მეტი პენსიონერი ცხოვრობს. მათ შორის დიდი ნაწილი მარტოხელაა და თვიდან თვემდე თავის გატანა მთავრობის მიერ გაცემული პენსიით, 180 ლარით უწევს.

„ბიზნესპრესნიუსი“ შეეცდება დაგანახოთ, რამდენად საკმარისია ეს თანხა იმისთვის, რომ პენსიონერებმა სულ მცირე, არსებობა შეძლონ.

სახელი და გვარი: თამარი კაპანაძე

ასაკი: 72 წლის

საცხოვრებელი ადგილი: ვარკეთილი, მე-3 მიკრო, კორპუსი #4, სართული - 7

დიაგნოზი: დიაბეტი

პენსია: 180 ლარი

bpnთამარი ბებო მარტო ცხოვრობს. თუმცა, თუ ვინმე ჰკითხავს მარტოხელა ხარო? ეწყინება და გაბრაზებული ტონით გიპასუხებთ, მარტოხელა რატო, შვილი მყავსო. დღემდე ელოდება. გიორგი მისი სიმწრით გაზრდილი ერთადერთი შვილი იყო, რომელიც აფხაზეთის ომში წავიდა და მას შემდეგ არავის უნახავს.

რადგან მის ცხედარს ვერავინ მიაგნო, თამარი ბებოს სჯერა, რომ ომის შემდეგ სადღაც გაიხიზნა, ან იძულებით გახიზნეს და ახლაც ცოცხალია. უბრალოდ, იმდენად შორს არის, ჩამოსვლას ვერ ახერხებს... მუდმივად შვილის და კიდევ ერთი, მისთვის მნიშვნელოვანი დღის მოლოდინშია. ეს დღე ყოველი თვის 14 რიხვია, როდესაც ერთადერთი სააარსებო პენსია უნდა დაერიცხოს.

bpn

180 ლარი მისთვის ყველაფერია. იცის, რომ ცოტაა, მაგრამ ამისთვის არავის საყვედურობს.

bpn

ხშირად საინფორმაციო გამოშვებას იმ იმედით ელოდება, რომ ვიღაც გამოვა და იტყვის, პენსია გაიზარდაო. საპრეზიდენტო კანდიდატებმაც დააბნიეს. გადაწყვეტილი ჰქონდა, ვინც პენსიის მომატებას შეპირდებოდა, ხმას მას მისცემდა. თუმცა, ყველა კანდიდატმა ამის პირობა დადო და აღარ იცის, რომელს დაუჯეროს..

bpn

მას შემდეგ, რაც მთავრობამ ახალი საარსებო მინიმუმი 171 ლარითა და 50 თეთრით განსაზღვრა, თამარი ბებომ საინფორამციო გამოშვებაში სასურსათო კალათასაც ნახა. ჩამონათავლი იმდენად დიდი იყო, იმედი მიეცა. საკუთარ პენიას, საარსებო მინიმუმი გამოაკლო და ნახა, რომ ცხოვრების პირობების გაუმჯობესებისთვის 8,5 ლარიც კი რჩებოდა.

bpn

საქართველოში საარსებო მინიმუმის დათვლა მინიმალური სასურსათო კალათის საფუძველზე ხორციელდება, სადაც 70 პროცენტი კვების პროდუქტებზე, ხოლო 30 ყოველდღიური მოხმარების საგნებისთვისაა გათვალისწინებული. სამომხმარებლო კალათაში სულ 40 დასახელების პროდუქტი შედის. მათ შორისაა:

bpnbpn

მაშინვე ოცნებას მიეცა და ვერ გადაწყვიტა, სათვალის ჩარჩო შეეკეთებინა, თუ ოთახის თბილი ჩუსტები ეყიდა, რომელიც დაეხა და ზამთარს ვეღარ გაატანინებს..

bpn

ფიქრებში გართულს კომუნალურების ქვითრებიც მოვიდა, რომელიც მისთვის დიდი ტვირთია. 

bpn

გაახსენდა დიაბეტიც, რომელი რამდენიმე წელია მისი ცხოვრების ნაწილია, წნევა და კიდევ რევმატიზმებიც. ამ ფიქრებს წამლების ხარჯებიც მოჰყვა და მიხვდა, რომ არც თუ ისე ბევრია „ცხოვრების პირობების გაუმჯობესებისთვის“ მორჩენილი 8,50 თეთრი.

bpn

წამლები - 70 ლარი

კომუნალურები - გაზი- 20 ლარი, დენი- 8 ლარი, წყალი+ნაგავი = 10 ლარი; ლიფტი -3 ლარი

საქონლის ხორცი - 1კგ - 12 ლარი

კარტოფილი 4 კგ - 3, 6 ლარი

მაკარონი - 2 კგ - 2.40 

ზეთი - 3 ლარი

მარილი -0, 70 ლარი

შაქარი - 1,20 ლარი

ჩაი - 2 ლარი 

პური, დღეში 1 პური - მთელ თვეში 24 ლარი

პომიდორი -4 კგ - 3,20 ლარი

ჰიგიენის საშუალებები, - 10 ლარი

bpn

მას შემდე,  რაც ხარჯები ჩამოწერა, რამდენჯერმე გადაითვალა და  საკვები რაციონი შეამცირა, რადგან ტელევიზორში ნანახ სასურსათო კალათას მისი პენსია ვერ გაწვდებოდა...

კომუნალურები გადაიხადა, აფთიაქში წამლებიც იყიდა, მაგრამ 180 ლარიდან მხოლოდ 69 ლარიღა დარჩა.

შემდეგი ვიზიტი ბაზარია, სადაც უკვე სცნობენ და ხშირად ზედმეტ გრამებსაც უწონიან. აქ კადრი (ბაზარი)

სახლში დაბრუნებულ თამარი ბებოს მხოლოდ 6 ლარი და 90 თეთრი რჩება, თუმცა იცის, რომ, პროდუქტის გარკვეული მარაგი აქვს და ამას ბოლო დღეებისთვის ინახავს. 

bpn

პენსიამდე 5 დღით ადრე, როდესაც კარადაში უკანასკნელი 2 კარტოფილი და პურიღა შემორჩა, მოულოდნელად მისი ბავშვბობის მეგობრის ლოგინად ჩავარდნის შესახებ გაიგო. ჯიხურში 2 ლარის კოწახურის კანფეტი ააწონინა (მის მეგობარს ხომ ასე ძალიან უყვარს) და წავიდა. (დარჩა 4,90 ლარი) მეგობრის ათვლილმა ბოლო დღეებმა, მის ჯანმრთელობაზეც ცუდად იმოქმედა და გზად 1 ფირფიტა წნევის წამლის ყიდვა მოუწია.პენსიამდე 5 დღე კიდევ გასატანი აქვს, მაგრამ უკანასკნელი 70 თეთრი მიითვალა...

bpn

თამარი ბებოს ერთადერთი იმედი მეზობელი ნელიკოაა, რომელიც წნევის გასაზომად და მოსაკითხად შედის ხოლმე. ნელიკომ იცის, რომ მხოლოდ პენსიით არსებობა შეუძლებელია და ბოლო დღეებში თამარი ბებოს საკუთარი კერძების დაგემოვნების მიზეზით სტუმრობს...

bpn