11 და 12 სექტემბერს, გომი-საჩხერე-ჭიათურა-ზესტაფონის საავტომობილო გზაზე შეზღუდვები დაწესდება.
საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით,11 სექტემბრის 10:00 საათიდან 12 სექტემბრის 17:00 საათამდე, სს „საქართველოს რკინიგზა” გეგმავს შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის გომი-საჩხერე-ჭიათურა-ზესტაფონის საავტომობილო გზის 1-ელ კმ-ზე არსებულ სარკინიგზო გადასასვლელზე სარეაბილიტაციო სამუშაოებს, რის გამოც დროის აღნიშნულ მონაკვეთში სავალი ნაწილი დროებით ჩაიკეტება და ავტოტრანსპორტის მოძრაობა გადაერთვება დროებით გრუნტის გზაზე.
აღნიშნული რეჟიმით მოძრაობა განხორციელდება საპატრულო პოლიციის უშუალო ზედამხედველობით და კოორდინაციით.