სარფში არადეკლარირებული ოქროს ნაკეთობები აღმოაჩინეს

საბაჟო გამშვებ პუნქტში „სარფი“, არადეკლარირებული ოქროს ნაკეთობების ქვეყანაში კანონდარღვევით (მალულად) შემოტანის ფაქტი აღიკვეთა.

კერძოდ, ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მებაჟე ოფიცრებმა, საქართველოს მოქალაქის, კ.ს.-ს ეჭვის საფუძველზე ფიზიკური დათვალიერების შედეგად, არადეკლარირებული 114,24 გრამი ოქროს საიუველირო ნაკეთობები გამოავლინეს. საქონლის საერთო საბაჟო ღირებულებამ 7,236.25 ლარი შეადგინა.

„საქმეთა მასალები შემდგომი რეაგირების მიზნით ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურს გადაეცა“, - ნათქვამია ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის ინფორმაციაში.