Instagram-ი მუშაობს ავტონომიურ აპლიკაციაზე, რომელიც განკუთვნილი იქნება შოპინგისთვის.ამის შესახებ გამოცემა The Verge წყაროზე დაყრდნობით წერს. აპლიკაციის სამუშაო სახელწოდებაა IG Shopping და ის საშუალებას მისცემს სოციალური ქსელის მომხმარებლებს, იმ კომპანიების პროდუქციას ადევნონ თვალი, რომლის ხელმომწერებიც არიან და შემდეგ მარტივად შეიძინონ. Instagram-ში აღნიშნული სიახლის შესახებ კომენტარისგან ჯერჯერობით თავს იკავებენ.
ამ დროისთვის აღნიშნულ სოციალურ ქსელში 25 მილიონი კომპანიაა რეგისტრირებული. კვლევით დგინდება, რომ ყოველი ხუთი მომხმარებლიდან ოთხი, სულ მცირე ერთი ბრენდის შესახებ ინფორმაციას ადევნებს თვალს სოციალურ ქსელში.
შოპინგის ფუნქციის ცალკე გამოყოფა არ არის პირველი შემთხვევა, როცა სოციალურ ქსელს ცალკე გამოაქვს სხვადასხვა მიმართულებები. 2017 წლის დეკემბრიდან კომპანიაში მიმდინარეობს Direct -ის ტესტირება, რომელიც ერთგვარი მესინჯერი იქნება. 2018 წლის ივნისიდან კი მოხდა IGTV-ის ჩაშვება, რომელიც YouTube-ის კონკურენტია.
კოკა კვირკველია