მეუღლის "სეხნია" მარწყვი და ჯარისკაცის ვაშლის ბაღები - 3 ქართველი ფერმერის წარმატების რეცეპტი

სოფ­ლის მე­ურ­ნე­ო­ბა წლე­ბის მან­ძილ­ზე და­ვი­წყე­ბუ­ლი დარ­გი იყო, თუმ­ცა ბოლო დროს ახალ­გაზ­რდებ­შიც პო­პუ­ლა­რუ­ლი გახ­და. დღეს ბევ­რია ისე­თი ფერ­მე­რი, რომ­ლე­ბიც სიძ­ნე­ლე­ე­ბის მი­უ­ხე­და­ვად არ ჩერ­დე­ბი­ან, პრობ­ლე­მებს არ უშინ­დე­ბი­ან და შე­დე­გებ­საც აღ­წე­ვენ.

გი­ორ­გი ლა­ცა­ბი­ძე ახალ­გაზ­რდა ფერ­მე­რია თე­ლა­ვის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტის სო­ფელ კი­სის­ხე­ვი­დან. მის სა­ხელს გი­გან­ტუ­რი უეკ­ლო მაყ­ვლის მოყ­ვა­ნა უკავ­შირ­დე­ბა. მაყ­ვლის ერთი მარ­ცვა­ლი, სა­შუ­ა­ლოდ, 15 გრამს იწო­ნის...

25 წლის ფერ­მერ­მა გა­სულ წელს მაყ­ვლის ღვი­ნოც და­წუ­რა, წელს კი მომ­ხმა­რე­ბელს სა­სი­ა­მოვ­ნო ამ­ბა­ვი ამ­ცნო: 5-წლი­ა­ნი სა­მეც­ნი­ე­რო-სე­ლექ­ცი­უ­რი მუ­შა­ო­ბის შე­დე­გად, რამ­დე­ნი­მე გან­სხვა­ვე­ბუ­ლი მარ­წყვის ჯიში მი­ი­ღო. აღ­ნიშ­ნუ­ლი ჯი­შე­ბი, რო­გორც ქარ­თუ­ლი სე­ლექ­ცი­ით მი­ღე­ბუ­ლი ჯი­შე­ბი, ისე და­რე­გის­ტრირ­დე­ბა.

"პირ­ვე­ლი ჯიში, რო­მელ­საც სა­ხე­ლიც და­ვარ­ქვი და 2 წე­ლია გა­მოც­დის ქვე­შაა, უჩ­ვე­უ­ლო თვი­სე­ბით გა­მო­ირ­ჩე­ვა, რაც ვფიქ­რობ, სა­ქარ­თვე­ლოს­თვის მრა­ვალ­მხრივ პერ­სპექ­ტი­უ­ლი იქ­ნე­ბა. აღ­ნიშ­ნუ­ლი ჯიში დღის ხანგძლი­ვო­ბის მი­მართ ნე­იტ­რა­ლუ­რია და ასე­ვე იმი­თაც გა­მო­ირ­ჩე­ვა, რომ შე­უს­ვე­ნებ­ლად იძ­ლე­ვა ნა­ყოფს, მუდ­მი­ვად ივი­თა­რებს კოკ­რებს და მო­სა­ვალს უწყვე­ტად გვაძ­ლევს.

მთა­ვა­რი თვი­სე­ბა რაც ამ პრო­დუქტს ახა­სი­ა­თებს და მარ­წყვის სხვა ჯი­შე­ბის­გან გა­მო­არ­ჩევს, ისაა, რომ ერთ-ერთს ანა­ნა­სის გემო და სუ­ნიც აქვს, თუმ­ცა ანა­ნას­ზე გა­ცი­ლე­ბით გემ­რი­ე­ლი და ტკბი­ლია. გი­ორ­გი ლა­ცა­ბი­ძეს აღ­ნიშ­ნუ­ლი ჯი­შის გა­მოყ­ვა­ნი­სას, არა­ნა­ი­რი გე­ნუ­რი ინ­ჟი­ნე­რია არ გა­მო­უ­ყე­ნე­ბია და მხო­ლოდ სე­ლექ­ცი­უ­რი მუ­შა­ო­ბის წე­სე­ბის დაც­ვით და ხე­ლოვ­ნუ­რი გა­დარ­ჩე­ვით მი­ი­ღო.   კითხვის  გაგრძელება