ნოდარ ხადური: საშემოსავლო გადასახადი გაზრდილია და შესაბამისად ხელფასი გაზრდილი უნდა იყოს

საშემოსავლო გადასახადი გაზრდილია და შესაბამისად გაზრდილი უნდა იყოს ხელფასი.

ასე ეხმაურება ფინანსთა მინისტრი, ნოდარ ხადური სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მიერ გამოქვეყნებულ ინფორმაციას, რომლის მიხედვითაც I კვარტალში საშუალო ხელფასის ოდენობა 13,3%-ით შემცირდა.

როგორც ხადურმა ჟურნალისტებს მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ განუცხადა, ის აუცილებლად მოიკითხავს საქსტატში იმას, თუ რა მონაცემებს ეყრდნობოდა აღნიშნული მაჩვენებელი.

"მოვიკითხავ სტატისტიკის ეროვნულ დეპარტამენტში, რა მასალებს ეყრდნობოდა ეს მაჩვენებელი. მინდა გითხრათ, რომ საშემოსავლო გადასახდი ქვეყნაში გაზრდილია, ეს კი პირდაპირ დამოკიდებულია ხელფასების რაოდენობაზე. შესაბამისად, თუ გაზრდილია საშემოსავლო გადასახადი, გაზრდილი უნდა იყოს ხელფასი. პირობას გაძლევთ დავაზუსტებ", - აღნიშნა ნოდარ ხადურმა ჟურნალისტებთან საუბარში.

საქსტატის მონაცემები იხილეთ ლინკზე: საშუალო ხელფასი 13%-ით შემცირდა