მაია ცქიტიშვილი - ეჭვი მაქვს, რომ „ომეგა ჯგუფი“ ცდილობს მისი კომერციული საქმიანობის დაკავშირებას მედიასაშუალებასთან

ეჭვი მაქვს, რომ „ომეგა ჯგუფი“ ცდილობს მისი კომერციული საქმიანობის დაკავშირებას მედიასაშუალებასთან, - ამის შესახებ ჟურნალისტებს საქართველოს რეგიონული განვითარების და ინფრასტრუქტურის მინისტრმა მაია ცქიტიშვილმა „ომეგა ჯგუფთან“ და ტელეკომპანია „იბერიასთან“ დაკავშირებით დასმული კითხვის საპასუხოდ განუცხადა.

როგორც ცქიტიშვილმა აღნიშნა, მას არ აქვს ხელისფლების მხრიდან რამე ზეწოლის ეჭვი ამ თემასთან დაკავშირებით. „ჩანაწერი არ მომისმენია, თუმცა, ამ საკითხთან დაკავშირებით არაერთხელ გაკეთდა განცხადებაც, კომენტარიც ხელისუფლების მხრიდან. მე მოვისმინე ფინანსთა მინისტრის კომენტარი და სიმართლე გითხრათ, ჩემში არ იწვევს ეჭვებს ეს საკითხი იმიტომ, რომ აქ არის დავა საგადასახადო საკითხებთან დაკავშირებით და უფრო ეჭვი მაქვს იმისა, რომ ჯგუფი ცდილობს მისი კომერციული საქმიანობის დაკავშირებას, მედიასაშუალებასთან. არ მაქვს ხელისუფლების მხრიდან რამე ზეწოლის ეჭვი ამ თემასთან დაკავშირებით“, - განაცხადა ცქიტიშვილმა.