აშშ მზადაა ჩინეთს დამატებით 267 მილიარდი დოლარის პროდუქციაზე საბაჟო ტარიფები გაუზარდოს

აშშ-ს პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ის მზადაა დააწესოს ახალი საბაჟო ტარიფები ჩინეთიდან იმპორტირებულ 267 მილიარდი დოლარის პროდუქციაზე. ამის შესახებ Bloomberg-ი წერს.

„გარდა ამისა, ამერიკის ხელისუფლება მზადაა დაასრულოს სამზადისი აქამდე გამოცხადებული 200 მილიარდის, ასევე ჩინურ პროდუქციაზე დაწესებულ ტარიფებთან დაკავშირებით,“ - განაცხადა ჟურნალისტებთან ამერიკის პრეზიდენტმა.

შეგახსენებთ, რომ აქამდე შტატებმა 50 მილიარდის ჩინურ იმპორტირებულ პროდუქციაზე საბაჟო ტარიფები უკვე აამოქმედა. ზემოთხსენებული ტარიფები კი ახალია და სავარაუდოდ, სულ მალე ამოქმედდება. შედეგად, ჩინეთის ხელისუფლებამ სარკისებური პასუხი გასცა აშშ-ის ამ ნაბიჯს და თავადაც დააწესა ამერიკულ პროდუქციაზე გაზრდილი საბაჟო ტარიფები და წამოიწყო საქმის გარჩევა მსო-ში.

აშშ-ს პრეზიდენტმა არაერთხელ განაცხადა, რომ მას არ მოსწონს ის დეფიციტი, რომელიც აშშ-ს ჩინეთთან ვაჭრობაში აქვს.

კოკა კვირკველია