საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამა 2013 წლის 28 თებერვლიდან მოქმედებს.პროგრამა ამბულატორიულ სამედიცინო მომსახურებასთან ერთად ქირურგიულ მომსახურებასაც ითვალისწინებს და საჭიროების შემთხვევაში, პაციენტებს სხვადასხვა სახის ოპერაცია უფინანსდებათ.
ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამით მოსარგებლეები არიან:
აღსანიშნავია, რომ სხვადასხვა სტატუსის მქონე პირებს საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამით განსხვავებული სახის ოპერაციები უფინანსდებათ. უფრო კონკრეტულად, პირებს, რომელთა ოჯახებიც „სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში“ არიან რეგისტრირებულები და მინიჭებული აქვთ 70 000-დან 100 000 სარეიტინგო ქულა, რამდენიმე გეგმური ქირურგიული ოპერაცია უფინანსდებათ, რომელთა ღირებულება მაქსიმუმ 15 000 ლარია. კერძოდ, ონკოქირურგიული, კარდიოქირურგიული და სხვა ქირურგიული ოპერაციები მათ 70%-იანი თანადაფინანსებით უტარდებათ.
რაც შეეხება 6-დან 17 წლის ჩათვლით ასაკის პირებს, მათაც ისეთი ტიპის ოპერაციები უფინანსდებათ, რომელთა ღირებულებაც 15 000 ლარს არ აღემატება. აღნიშნული ასაკის პირებს ონკოქირურგიული და კარდიოქირურგიული ოპერაციები 100%-იანი დაფინანსებით, სხვა გეგმური ქირურგიული ოპერაციები კი 70%-იანი დაფინანსებით უტარდებათ. მათ, ვისაც წლიურად 40 000 ლარზე ნაკლები და თვიურად 1 000 ლარზე მეტი შემოსავალი აქვთ, 15 000 ლარამდე ღირებულების მქონე ონკოქირურგიული, კარდიოქირურგიული და სხვა გეგმური ოპერაციები 70%-იანი დაფინანსებით უტარდებათ.
მათაც, ვისი თვიური შემოსავალი 1 000 ლარზე ნაკლებია ან სხვა პირებს, ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, აღნიშნული ოპერაციები 70%-ით უფინანსდებათ. ვეტერანებს, რომლებიც ჩამოთვლილთაგან განსხვავებული პაკეტით სარგებლობენ, გეგმური ქირურგიული ოპერაციები 100%-ით უფინანსდებათ, ამავე სადაზღვევო სისტემით სარგებლობენ საპენსიო ასაკის პირებიც.
0-5 წლის ბავშვებს ონკოქირურგიული და კარდიოქირურგიული ოპერაციები 100%-ით, ხოლო სხვა გეგმური ოპერაციები 80%-ით უფინანსდებათ. დაფინანსებას შშმ ბავშვებიც ამავე პრინციპით იღებენ. ონკოქირურგიული და კარდიოქირურგიული ოპერაციები და სხვა გეგმური ოპერაციები მკვეთრად გამოხატულ შშმპ პირებსა და სტუდენტებს სახელმწიფო 80%-ით უფინანსებთ, მკვეთრად გამოხატულ შშმპ და საპენსიო ასაკის ვეტერანებს კი 100%-ით. იხილეთ სრულად