სარფსა და ქუთაისის აეროპორტში არადეკლარირებული ოქროს ნაკეთობები აღმოაჩინეს

სარფსა და ქუთაისის აეროპორტში არადეკლარირებული ოქროს ნაკეთობები აღმოაჩინეს.ამის შესახებ ინფორმაციას ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური ავრცელებს.

მათივე ცნობით, 9 სექტემბერს, საბაჟო გამშვები პუნქტებში „სარფი“ და ,,ქუთაისის აეროპორტი“, არადეკლარირებული ოქროს საზღვარზე უკანონოდ შემოტანის სამი ფაქტი აღიკვეთა.

უწყების ცნობით, ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მებაჟე ოფიცრებმა, ეჭვის საფუძველზე, საქართველოსა და აზერბაიჯანის მოქალაქეების, გ.პ-ს, მ.გ-სა და ვ.მ-ს კუთვნილი ხელბარგებისა და ფიზიკური დათვალიერების შედეგად, 18,008.5 ლარის ღირებულების, არადეკლარირებული ოქროს, საიუველირო ნაკეთობები (საერთო წონა 236.54 გრამი) აღმოაჩინეს.

საგადასახადო კოდექსის 289-ე მუხლის მე-10 ნაწილის თანახმად, კანონდამრღვევ მოქალაქეებს, სანქციის სახით, ფულადი ჯარიმა, საერთო ჯამში, 18,008.5 ლარის ოდენობით შეეფარდათ.