„ბლუმბერგის“ ინფორმაციით, იაპონური კომპანია „Nomura Holdings“ აქვეყნებს იმ განვითარებადი ქვეყნების სიას, რომლებიც სავალუტო რისკის ქვეშ არიან. ეს ქვეყნებია: შრილანკა, სამხრეთ აფრიკა, არგენტინა, პაკისტანი, ეგვიპტე, თურქეთი და უკრაინა.
გამოცემის ინფორმაციით, იაპონური კომპანია ასახელებს რვა ქვეყანას, რომლებიც დაბალი სავალუტო რისკის ქვეშ არიან: ბრაზილია, ბულგარეთი, ინდონეზია, ყაზახეთი, პერუ, ფილიპინები, რუსეთი და ტაილანდი.
აღნიშნული კომპანიის გათვლები ითვალისწინებს ისეთ ფაქტორებს, როგორებიცაა სავალუტო რეზერვების მოცულობა, ვალის დონე, საპროცენტო განაკვეთი და საიმპორტო გადაფარვა. სააგენტოს ცნობით, სწორედ მისი დახმარებით მოხერხდა სავალუტო კრიზისების ორი-მესამედის გათვლა განვითარებად ქვეყნებში 1996 წლიდან.