„თი-ბი-სი ბანკი“ და Gazelle Finance ერთობლივი ძალებით მხარს უჭერენ დასავლეთ საქართველოში ჯანდაცვის წამყვან პროვაიდერ Medical City-ს თანამედროვე სამედიცინო ტექნოლოგიების დასავლური რეგიონალური ცენტრის გახსნაში.დასავლეთ საქართველოს რეგიონულ ცენტრში, ქუთაისში განთავსებული ეს დაწესებულება თბილისის გარეთ სამედიცინო მომსახურების უმაღლეს დონეს შესთავაზებს.
„თი-ბი-სი ბანკმა“ სამედიცინო კლინიკის მშენებლობის თავდაპირველი კაპიტალური ხარჯების დასაფინანსებლად Medical City-ს 5,5 მილიონი აშშ დოლარის ოდენობის სესხი გამოუყო. ახალი სამედიცინო კლინიკისთვის სახელმწიფო სამედიცინო აღჭურვილობის შეძენის მხარდასაჭერად კაპიტალის ზრდის დაფინანსების სახით Gazelle Finance- ი დამატებით 1.3 მილიონ აშშ დოლარს გამოყოფს. ამ ახალი სამედიცინო კლინიკის მიერ შემოთავაზებული ბევრი სერვისი საქართველოში არა მხოლოდ იშვიათია, არამედ დიდწილად მიუწვდომელია დედაქალაქის ფარგლებს გარეთ.
„Gazelle Finance-ის საქმიანობის მნიშნელოვან სტრატეგიულ მიმართულებას თბილისს გარეთ მაღალი ეფექტურობის ბიზნესებში ინვესტიცირება წარმოადგენს“, - განაცხადა Gazelle Finance-ის აღმასრულებელმა დირექტორმა ჯეფრი ლიბერტმა. „მოხარულები ვართ დავეხმაროთ ასეთ ინოვაციურ კომპანიას, როგორიცაა Medical City, რათა მათ დასავლეთ საქართველოში მსოფლიო დონის ჯანდაცვა შემოიტანონ“.
„ჩვენთვის დიდი პატივია, ვიყოთ Medical City-ის პარტნიორები. ეს არის მნიშვნელოვანი პროექტი, რომელიც მნიშვნელოვნად აუმჯობესებს მაღალი სტანდარტის ჯანდაცვის ინფრასტრუქტურისადმი წვდომას საქართველოში, კერძოდ კი იმერეთის რეგიონში“, - განაცხადა „თი-ბი-სი ბანკის“ გენერალური დირექტორის მოადგილემ გიორგი თხელიძემ. „მოუთმენლად ველით მომავალში Medical city-სთან ჩვენი წარმატებული თანამშრომლობის გაფართოებას“.
თანამედროვე სამედიცინო ტექნოლოგიების დასავლური რეგიონალური ცენტრი უზრუნველყოფს საქართველოში ერთ-ერთ საუკეთესო მომსახურებას პედიატრიულ ზრუნვის მიმართულებით. თურქულ ჯანდაცვით ოპერატორ Medical Park-თან ერთად, რომელიც თურქეთის უმსხვილეს კერძო საავადმყოფოთა ქსელს წარმოადგენს, სამედიცინო კლინიკა პედიატრიული მომსახურების ტექნიკურ შესაძლებლობებს გააძლიერებს. პარტნიორობა მივლინებით მუშაობის ბაზისზე იქნება დაფუძნებული - თურქეთში Medical Park-ის სხვადასხვა კლინიკების წამყვანი ექიმები საცხოვრებლად და სამუშაოდ ქუთაისში ჩამოვლენ. ამ ინვესტიციის მნიშვნელოვანი შედეგია მაღალი ხარისხის ჯანდაცვის უზრუნველყოფა ადგილობრივებისთვის ხელმისაწვდომი ფასებით, რაც სამედიცინო მომსახურებისთვის საზღვარგარეთ წამსვლელი საქართველოს მოქალაქეების რაოდენობას შეამცირებს. გაფართოების შედეგად თანამედროვე სამედიცინო ტექნოლოგიების დასავლური რეგიონალური ცენტრი 120 ახალი მაღალკვალიფიციური სამუშაო ადგილის შექმნას და ადგილობრივი ექიმებისა და ექთნების ცოდნის გაცვლისა და ტექნიკური შესაძლებლობების განვითარებას გეგმავს.
„ჩვენ Gazelle Finance-თან და „თი-ბი-სი ბანკთან“ პარტნიორობით ვამაყობთ“, - განაცხადა კლინიკის დამფუძნებელმა და აღმასრულებელმა დირექტორმა გია გრძელიძემ. „ჩვენ გვჯერა, რომ ეს სამედიცინო კლინიკა ქუთაისში მსოფლიო დონის ჯანდაცვით მომსახურებას შემოიტანს, რეგიონის მნიშვნელოვანი ეკონომიკური გენერატორი გახდება და ადგილობრივ მოსახლეობას მაღალკვალიფიციურ სამუშაო ადგილებს შესთავაზებს“.
„მოხარულები ვართ, რომ ჩვენი პარტნიორი Gazelle Finance ინვესტირებას ახორციელებს სამედიცინო კლინიკებში, რაც დედაქალაქის გარეთ, საქართველოს რეგიონებში მაღალი ხარისხის, ხელმისაწვდომი ჯანდაცვის მომსახურებას უზრუნველყოფს“, - განაცხადა FMO-ს კერძო სააქციო დეპარტამენტის დირექტორმა იაპ რეინგინგმა. "ჩვენ ვამაყობთ იმით, რომ ვუწყობთ ხელს ჯანდაცვის ხელმისაწვდომობის გაუმჯობესებას, რადგან ეს მდგრადი განვითარების მიზნების მისაღწევად მნიშვნელოვან ელემენტს წარმოადგენს“.
Gazelle Finance
Gazelle Finance (http://gazellefinance.com/, https://www.facebook.com/GazelleFinance/) არის აშშ-ის საფონდო მენეჯერი, რომელიც მართავს გავლენის ინვესტიციების ფონდს “Gazelle Fund”, მათ შორის OPIC-ის საინვესტიციო კაპიტალს. ფონდი 2017 წლის მარტში შეიქმნა და ამჟამად საქართველოსა და სომხეთში მუშაობს. ფონდი მიზნად ისახავს "დაკარგული შუალედს", რომელიც შედგება, როგორც წესი, 100 000-დან 1 მილიონ დოლარამდე ბრუნვის მქონე მცირე და საშუალო კომპანიებისგან, რომლებსაც კაპიტალის ზრდასთან წვდომა არ აქვთ, ვინაიდან არიან მცირე, ხშირად დიდი ვალდებულებების მქონე კომპანიები და განვითარების დაწყებით, მაგრამ სწრაფად მზარდ სტადიაზე იმყოფებიან. ფონდს აქვს უნივერსალური საინვესტიციო სტრატეგია.„თი-ბი-სი ბანკი“
„თი-ბი-სი ბანკი“ არის წამყვანი ქართული უნივერსალური ბანკი, რომლის სათაო ოფისი თბილისში მდებარეობს. ბანკი 1992 წელს დაფუძნდა, როდესაც ორმა ქართველმა ბიზნესმენმა, მამუკა ხაზარაძემ და ბადრი ჯაფარიძემ სხვა ქართველ პარტნიორებთან ერთად დააფუძნეს ბანკი - Tbilisi Business Centre, TBC. ბანკის საწყისი კაპიტალი 500 აშშ დოლარს შეადგენდა, რაც 1990-იან წლების დასაწყისში საქართველოში ბანკის დასაფუძნებლად მინიმალური აუცილებელი თანხა იყო. „თი-ბი-სი ბანკმა“ წარმატებით განახორციელა ორი ბანკის - „ბანკი რესპუბლიკას“ და „ბანკი კონსტანტას“ შერწყმა. „თი-ბი-სი ბანკის“ მისიას ადამიანების, იდეებისა და ბიზნესის წარმატებისთვის ახალი შესაძლებლობების შექმნა, მიზანს კი რეგიონში საუკეთესო ციფრული ფინანსური მომსახურების მიწოდება წარმოადგენს.თანამედროვე სამედიცინო ტექნოლოგიების დასავლური რეგიონალური ცენტრი
შპს „თანამედროვე სამედიცინო ტექნოლოგიების დასავლური რეგიონალური ცენტრი“ მრავალპროფილიანი სამედიცინო კლინიკაა. ახალი სამედიცინო კლინიკა 100% -იანი მფლობელია ქუთაისში მდებარე ოპერატორი Medical City. დასავლეთ საქართველოს მასშტაბით თანამედროვე ჯანდაცვით მომსახურებაზე მაღალ მოთხოვნის გამო 2017 წელს მენეჯმენტმა გადაწყვიტა საავადმყოფოს გაფართოება და ახალი ობიექტის აშენება, რომელიც ოფიციალურად მუშაობას 2018 წლის ოქტომბერში დაიწყებს.FMO ნიდერლანდების განვითარების ბანკია, რომელიც მდებარეობს ქალაქ ჰააგაში. FMO-ს მანდატი ითვალისწინებს პროექტებისთვის გრძელვადიან კაპიტალის გამოყოფას იმ ქვეყნებში, სადაც კომერციულ ინვესტორები ჯერ ინვესტირებას ვერ ბედავენ. FMO განვითარებად ქვეყნებში მოქმედ კომპანიებსა და ფინანსურ ინსტიტუტებში სარისკო კაპიტალის ინვესტირებას ახორციელებს. FMO-ს აქვს მკაცრი პოლიტიკა განვითარების ეფექტის მაქსიმალურად გაზრდის სპეციალური მეთოდოლოგიით, რომელიც მიზნად ისახავს, რომ FMO-ს ინვესტიცებიის შედეგი მხოლოდ ფინანსური კი არ არის, არამედ გარემოსდაცვითი და სოციალური ეფექტიც აქვს. FMO ინვესტირებას ახორციელებს 85-ზე მეტ ქვეყანაში, ხელს უწყობს სამუშაო ადგილების შექმნას და შემოსავლების ზრდას, რათა გააუმჯობესოს ადამიანების ცხოვრება მსოფლიოს სხვადასხვა ნაწილებში, სადაც მათ შეუძლიათ დიდი განსხვავება შექმნან.
(R)