“ჯორჯიან ეარვეისის" მოწვევით საქართველოში ემბრაერის ტიპის უახლესი თვითმფრინავი, The Shark E190-E2 ჩამოვა. ამის შესახებ ინფორმაციას თავად კომპანია ავრცელებს.თვითმფრინავის პრეზენტაცია 17 სექტემბერს, 10:30 საათზე თბილისის შოთა რუსთაველის სახელობის საერთაშორისო აეროპორტში გაიმართება და საჩვენებელი ფრენა მოეწყობა.
ამასთან, კომპანიის ცნობით, The Shark E190-E2 "ჯორჯიან ეარვეისის" საჰაერო ფლოტს 2019 წლიდან შეემატება.