ახალი სასწავლო წლის მოახლოებასთან ერთად მშობლები შვილებთან ერთად ემზადებიან.მართალია, სავაჭრო ცენტრებსა თუ ბაზრობებზე სკოლისთვის საჭირო ნივთების ფართო ასორტიმენტი გვხვდება, თუმცა უსაფრთხო და ხარისხიანი აქსესუარების შერჩევა მაინც რთულია.
ხშირად მომხმარებელს არ აქვს ინფორმაცია ამ პროდუქციის მწარმოებლის და მისი უვნებლობის შესახებ. გასათვალისწინებელია, რომ სასკოლო ნივთებით სარგებლობა მოსწავლეებს მთელი წლის განმავლობაში, ყოველდღიურად უწევთ, შესაბამისად სწავლასა და განვითარებასთან ერთად, სასკოლო ნივთების გამოყენება ამსოლუტურად უსაფრთხო უნდა იყოს.
ხარისხიანი, გამძლე, მოდური, გემოვნებიანი, თინეიჯერებისთვის მოსაწონი და რაც მთავარია, უსაფრთხო - სწორედ ეს და კიდევ სხვა მახასიათებლები გამოარჩევს Milan-ის პროდუქციას სხვა ბრენდებისგან. უმაღლესი ხარისხის, სასკოლო საკანცელარიო ნივთების ესპანური ბრენდი „მილანი“ 1918 წელს დაფუძნდა. კომპანიის 100 წლიანი ისტორია მისი პროდუქციის უმაღლესმა ხარისხმა და მომხმარებლების კეთილგანწყობამ განაპირობა. კომპანიამ თავდაპირველად საშლელების წარმოება დაიწყო. 1918 წელს გამოიგონა პირველი ხელნაკეთი საშლელი, რომელიც დღემდე აქტუალური და მოთხოვნადია. 60-იანი წლებიდან კი უკვე რეზინის საშლელები შექმნა, რომელმაც დიდი პოპულარობა მოიპოვა.
აღსანიშნავია, რომ „მილანის“ პროდუქცია ნატურალური საღებავებისგან მზადდება და ჯანმრთელობისთვის აბსოლუტურად უსაფრთხოა. Milan-ის ფანქრები არ შეიცავს მავნე ნივთიერებებს, არ არის ტოქსიკური და მომწამვლელი. ასწლოვანი ესპანური ბრენდის მიერ წარმოებული სასკოლო ჩანთები აღჭურვილია სპეციალური მასაჟორებით, რომელიც ბავშვების ხერხემალს მაქსიმალურად იცავს.
Milan-ის პროდუქციის ფართო ასორტიმენტის შეძენა, მათ შორის ფანქრების, ფლომასტრების, ჩანთების, პენლების, საშლელების და სათლელების დღეს უკვე საქართველოში, წიგნის მაღაზიათა ქსელ „ბიბლუსში“ არის შესაძლებელი.
„ბიბლუსი“ „მილანის“ ექსკლუზიური პარტნიორია საქართველოში. ამიტომ ბევრი ფიქრი არ უნდა იმას, რომ ბევრი შემოთავაზებიდან ყოველთვის სწორი არჩევანი უნდა გავაკეთოთ და მთელი სასწავლო წლის განმავლობაში ვუზრუნველყოთ ჩვენი მოსწავლე გამორჩეული ესპანური ბრენდის მაღალი ხარისხის ბრენდის ჩანთით, პენლით, კალმებით, ფანქრებით და ბევრი სხვა სასკოლო პროდუქციით.