მიმდინარე წლის 31 აგვისტოს მონაცემებით, საქართველოს სახელმწიფო საგარეო ვალმა 13,336 მილიარდ ლარს (5,168 მილიარდ დოლარს) გადააჭარბა.
საქართველოს სახელმწიფოს ყველაზე მსხვილი კრედიტორები არიან: მსოფლიო ბანკის განვითარების საერთაშორისო ასოციაცია (IDA); აზიის განვითარების ბანკი (ADB) და რეკონსტრუქციისა და განვითარების საერთაშორისო ბანკი (IBRD).
კერძოდ, IDA -ს მიმართ ვალი 31 აგვისტოს მდგომარეობით 2,829 მილიარდ ლარზე მეტს შეადგენს; ADB-ის მიმართ ვალი 2,761 მილიარდ ლარზე მეტია; ხოლო IBRD-ის მიმართ სახელმწიფოს საგარეო ვალი 2,272 მილიარდ ლარზე მეტს შეადგენს.