2018 წლის მეორე კვარტალში ადგილობრივმა ტურისტებმა 1.1 მილიონი ვიზიტი განახორციელეს

2018 წლის მეორე კვარტალში, საქართველოს ტერიტორიაზე 15 წლის და უფროსი ასაკის ადგილობრივი ვიზიტორების საშუალო თვიური რაოდენობა 914.3 ათასით განისაზღვრა.

სტატისტიკის ეროვნული სააგენტოს მონაცემებით, მათ ქვეყნის ტერიტორიაზე განახორციელეს 1.1 მილიონი ვიზიტი.

საქსტატის ინფორმაციით, აღნიშნულ პერიოდში ვიზიტების რაოდენობა 5.2 პროცენტით აღემატება 2017 წლის მეორე კვარტალის შესაბამის მონაცემებს.

რაც შეეხება, საქართველოს რეზიდენტი ვიზიტორების მიერ საქართველოს ტერიტორიაზე განხორციელებული ტურისტული ტიპის ვიზიტების საშუალო თვიურ რაოდენობას, 2018 წლის მეორე კვარტალში 464.6 ათასით განისაზღვრა, რაც 13.3 პროცენტით აღემატება წინა წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელს.

ამასთან, 2018 წლის მეორე კვარტალში ვიზიტების 36 პროცენტი განხორციელდა 31-50 ასაკობრივი ჯგუფის ვიზიტორების მიერ. ხოლო, განხორციელებული ვიზიტების 55 პროცენტი მოდის ქალებზე.