2018 წლის იანვარ-აგვისტოში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ (არადეკლარირებული ვაჭრობის გარეშე) 8 100.7 მლნ აშშ დოლარი შეადგინა.
ამის შესახებ სტატისტიკის ეროვნული სამსახურიდან იუწყებიან. საქსტატის მონაცემებით, აღნიშნული მაჩვენებელი წინა წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელზე 22.6 პროცენტით მეტია.
აქედან, ექსპორტი 2 146.4 მლნ აშშ დოლარი იყო (27.1 პროცენტით მეტი), ხოლო იმპორტი 5 954.3 მლნ აშშ დოლარი (21.0 პროცენტით მეტი). უარყოფითმა სავაჭრო ბალანსმა 2018 წლის იანვარ-აგვისტოში 3 807.9 მლნ აშშ დოლარი და საგარეო სავაჭრო ბრუნვის 47.0 პროცენტი შეადგინა.