რა მიზნით ახორციელებდნენ ვიზიტებს ადგილობრივი ტურისტები

საქსტატის მონაცემების მიხედვით, 2018 წლის II კვარტალში ადგილობრივი ტურისტების 52%-მა ვიზიტები ნათესავების, ან მეგობრების მონახულების მიზნით განახორციელა.აღნიშნული დანიშნულებით 573 ათასზე მეტი ვიზიტი შესრულდა.

ამასთან, 12,2 % (134 200 ვიზიტი) მკურნალობის მიზნით, 11,6% (128 200) შოპინგის, 9,9% (109 400) დასვენების, 6,9% (76 100) მეორე სახლის (აგარაკის ან სხვა) მოსანახულებლად, 4,4 % (49 000) პროფესიული ან ეკონომიკური საქმიანობის, 1,7 % (19 100) რელიგია/მომლოცველობის, 0,4% (4 200) განათლების მიღების, 0,8% (9 100) კი სხვა დანიშნულებით განხორციელდა.