რა ეღირება და როდიდან გამოჩნდება საქართველოში iPhone XS, iPhone XS Max და iPhone XR

კომპანია Apple-მა საზოგადეოებას ტელეფონის ერთდროულად სამი ახალი მოდელი - iPhone XS, iPhone XS Max და iPhone XR წარუდგინა, რომლის გაყიდვებიც ამერიკაში 21 სექტემბერს დაიწყება.შესაბამისად, აღნიშნული მოდელების გაყიდვა საქართველოში მიმდინარე თვის ბოლოს დაიწყება.

ამ ეტაპზე მაღაზიებში უჭირთ იმის თქმა თუ რა ეღირება თოთოეული მოდელი. თუმცა, ერთ-ერთ კომპანიაში აცხადებენ, რომ უკვე 20-21 სექტემბერს მსურველებს შეეძლებათ iPhone XS Max-ის ექსკლუზიური მოდელი შეიძინონ, რომელზეც განსაკუთრებით არის მოთხოვნა.

როგორც კომპანიაში „ბიზნესპრესნიუსს“ განუცხადეს, ექსკლუზიური მოდელის ფასი 34,999 ლარი იქნება და მისი სავარაუდო შემძენი საფრანგეთიდან ან აზიის რომელიმე ქვეყნიდან იქნება, რადგან სწორედ მათგან არის რეალური დაინტერესება.

ხოლო მას შემდეგ, რაც გაყიდვები  საქართველოში ოფიციალურად დაიწყება, ფასებიც დასტაბილურდება. მათ შორის iPhone XS Max-ის ღირებულება 3000-4000 ლარის ფარგლებში; iPhone XS კი – 3200-3700 ლარის ფარგლებში იქნება.

რაც შეეხება, iPhone XR-ს მისი გაყიდვები ოქტომბერში იწყება, შესაბამისად, საქართველოშიც  მომავალი თვის ბოლოს გამოჩნდება, თუმცა მისი ფასი ამ ეტაპზე უცნობია.

რაც შეეხება მათ ფასს ამერიკაში, iPhone XR - 749 დოლარი; iPhone XS - 999 დოლარი, iPhone XS Max-ი კი 1099 დოლარი ეღირება.