ასფალტზე უფრო გამძლე გზა, რომელიც ნიდერლანდებში პოლიეთილენის გადამუშავებული ნივთებისგან გააკეთეს

ნიდერლანდებში მსოფლიოში პირველი საველოსიპედო ბილიკი გაიხსნა, რომელიც გადამუშავებული ბოთლების, ერთჯერადი ჭიქებისა და შესაფუთებისგან არის გაკეთებული.ეს ბილიკი საცდელი ვარიანტია იმ პროექტის, რომელის ფარგლებშიც მთელი ქვეყნის მასშტაბით იგეგმება მსგავსი გზების მშენებლობა და გახსნა.

30 მეტრი სიგრძის ბილიკი, რომელიც პოლიეთილენის გადამუშავებული ნივთებისგან არის გაკეთებული, მოსალოდნელია, რომ 3-ჯერ უფრო გამძლე იქნება, ვიდრე ასფალტის გზა.

პოლიეთილენის ნარჩენებისგან გაკეთებულ გზაზე სენსორებიც არის დამონტაჟებული, რომელიც სხვადასხვა მონაცემების შეგროვებას ემსახურება, მაგალითად დღის სხვადასხვა მონაკვეთში დაფიქსირებული ტემპერატურის და ველოსიპედების რაოდენობის შესახებ, რომლებიც მასზე გაივლიან.

პოლიეთილენის გადამუშავების შედეგად მიღებული გზა ასაწყობია, ის მსუბუქია და მისი ტრანსპორტირება საკმაოდ ადვილია. ასევე

გასათვალისწინებელია, რომ ადგილზე მისი დამონტაჟება 70%-ით უფრო სწრაფად ხდება.

ჰოლანდიის საინჟინრო კომპანია KWS-ის, ნავთობისა და გაზის კონგლომერატის Total-ისა და მილების მწარმოებელი კომპანია Wavin-ის ერთობლივი შემოქმედება მიმდინარე კვირას ქალაქ ზვოლეში გაიხსნა. კიდევ ერთი გზის დამონტაჟება გითჰორნიში იგეგმება.  კითხვის   გაგრძელება