მიმდინარე წლის აგვისტოში, წინა თვესთან შედარებით, საარსებო მინიმუმი 0.1 ლარით შემცირდა.
კერძოდ, სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, აგვისტოში შრომისუნარიანი ასაკის მამაკაცის საარსებო მინიმუმი 171.4 ლარს შეადგენდა, მაშინ როცა ივლისში ეს მაჩვენებელი 171.5 ლარი იყო.
წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით კი, გასულ თვეში შრომისუნარიანი ასაკის მამაკაცის საარსებო მინიმუმი 4 ლარით არის გაზრდილი. კერძოდ, 2017 წლის აგვისტოში ეს მონაცემი 167.4 ლარს შეადგენდა.
საქსტატის მონაცემებით, წინა თვესთან შედარებით, აგვისტოში 0.1 ლარით შემცირდა საშუალო მომხმარებლის საარსებო მინიმუმი და 151.8 ლარი შეადგინა, 0.2 ლარით შემცირდა საშუალო ოჯახის საარსებო მინიმუმიც და 287.6 ლარი გახდა. აღსანიშნავია, რომ საშუალო ოჯახის საარსებო მინიმუმი წინა წლის აგვისტოს მონაცემთან შედარებით, 6.7 ლარით არის გაზრდილი.