ჯორჯიის შტატში გასაყიდად არის გამოტანილი მთელი ქალაქი.
ქალაქ ტუმბსბოროს მყიდველს მფლობელობაში გადაეცემა არა მხოლოდ საცხოვრებელი სახლები, არამედ სხვა უამრავი ქონებაც: რესტორანი, სასტუმრო, წისქვილი და ოპერის თეატრიც კი -მითითებულია განცხადებაში, რომელიც ამერიკულ ვებგვერდ Craigslist-ზე გამოქვეყნდა.
ქალაქის მთლიანი კომპლექსის ფასი 1,7 მილიონი დოლარია, რაც ნიუ-იორკში ბინის ღირებულებას უტოლდება.
ზემოთ მოყვანილი დაწესებულებების გარდა, ქალაქში ასევე ფუნქციონირებს საბანკეტო დარბაზი, ბამბის საცავი, სარკინიგზო დეპო, რომელიც 1869 წელს აშენდა და ხელოვნური წყალსაცავი. ეს ობიექტებიც მყიდველის საკუთრებაში გადავა.
„ქალაქის ამჟამინდელი მფლობელები იმედოვნებენ, რომ ტუმსბორო კარგ ხელში აღმოჩნდება. მათივე განცხადებით, ახალმა მფლობელებმა უნდა გაითავისონ ამ ადგილის უნიკალურობა და იზრუნონ მისი ისტორიული იერის შენარჩუნებაზე. ისინი ასევე იმედოვნებენ, რომ ქალაქში შესაძლებელია მუსიკალური ფესტივალების ჩატარება, მისი ტურისტულ ღირშესანიშნაობად გადაქცევა ან ღია ცის ქვეშ მუზეუმის მოწყობა.
ქალაქი ტუმსბორო XIX საუკუნის მეორე ნახევარში დაფუძნდა. მისი საერთო ფართი 4,9 კვადრატული კილომეტრია.
კოკა კვირკველია