ფინანასთა მინისტრმა ივანე მაჭავარიანმა ხორბლისა და ფქვილის ავტომობილებით იმპორტის შეზღუდვასთან დაკავშირებული ბრძანება გადაავადა.
კერძოდ, მინისტრის 14 სექტემბერის ბრძანებით, იმპორტზე შეზღუდვა 1-ლი ოქტომბრიდან ამოქმედდება. მაშინ როცა, მინისტრის წინა, 22 აგვისტოს ბრძანების თანახმად, ამ პროდუქციის ავტომობილებით იმპორტი მიმდინარე წლის 15 სექტემბრიდან უნდა აკრძალულიყო.
„საგარეო-ეკონომიკური საქმიანობის ეროვნული სასაქონლო ნომენკლატურის (სეს ესნ) 1001 (ხორბალი და მესლინი) სასაქონლო პოზიციითა და 1101 00 (ხორბლისა ან ხორბალ-ჭვავის ფქვილი) სასაქონლო სუბპოზიციით გათვალისწინებული საქონლის საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე შემოტანა/საქართველოს საბაჟო ტერიტორიიდან გატანა შესაძლებელია მხოლოდ სარკინიგზო და საზღვაო ტრანსპორტით, შესაბამისი საბაჟო გამშვები პუნქტების გავლით. ცალკეულ შემთხვევებში, შემოსავლების სამსახურის თანხმობით, ამ პუნქტში აღნიშნული საქონლის შემოტანა/გატანა შესაძლებელია განხორციელდეს ავტოსატრანსპორტო საშუალები,”-აღნიშნულია ბრძანებაში.