აჭარის პოპულარიზაცია საერთაშორისო მედიით გრძელდება

აჭა­რის ტუ­რიზ­მის დე­პარ­ტა­მენ­ტი აგ­რძე­ლებს რე­გი­ო­ნის, რო­გორც ოთხი­ვე სე­ზონ­ზე მიმ­ზიდ­ვე­ლი ტუ­რის­ტუ­ლი ად­გი­ლის რეკ­ლა­მი­რე­ბას სა­ერ­თა­შო­რი­სო მე­დი­ით.

ამ­ჯე­რად, რე­გი­ო­ნის სა­ი­მი­ჯო ვი­დე­ორ­გო­ლე­ბი სა­ერ­თა­შო­რი­სო ტე­ლე­კომ­პა­ნი­ე­ბის CNN, BBC, EURONEWS, DEUTSCHE WELLE-ს შემ­დეგ, გერ­მა­ნი­ა­ში რე­ი­ტინ­გუ­ლი ტე­ლე­არ­ხე­ბის „RTL“ და „N-TV“ ეთე­რით გა­დის.

გერ­მა­ნუ­ლი ტე­ლე­არ­ხი "RTL” ერთ-ერთი წამ­ყვა­ნი კო­მერ­ცი­უ­ლი სა­ტე­ლე­ვი­ზიო არ­ხია, რო­მე­ლიც გარ­და გერ­მა­ნი­ი­სა, ასე­ვე მა­უ­წყებ­ლობს ავ­სტრი­ა­ში, შვე­ი­ცა­რი­ა­ში, ბელ­გი­ა­ში, ჰო­ლან­დი­ა­სა და აღ­მო­სავ­ლეთ ევ­რო­პის ქვეყ­ნებ­ში. 2017 წლის დე­კემ­ბრის მო­ნა­ცე­მე­ბით, ის გერ­მა­ნი­ის ტოპ სა­მე­ულ­ში შე­დის. რაც შე­ე­ხე­ბა "N-TV”-ს, ის ძი­რი­თა­დად დატ­ვირ­თუ­ლია სა­ინ­ფორ­მა­ციო-შე­მეც­ნე­ბი­თი გა­და­ცე­მე­ბით.

„2017-2018 წლებ­ში ჩვენ აქ­ტი­უ­რად და­ვი­წყეთ იმ მე­დია არ­ხე­ბის გა­მო­ყე­ნე­ბა, რომ­ლე­ბიც გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი რე­ი­ტინ­გით გა­მო­ირ­ჩე­ვა რო­გორც ევ­რო­პის, ასე­ვე ზო­გა­დად, მსოფ­ლიო ბაზ­რებ­ზე. რო­გორც ტუ­რიზ­მის ეროვ­ნუ­ლი ად­მი­ნის­ტრა­ცი­ის, ასე­ვე აჭა­რის ტუ­რიზ­მის დე­პარ­ტა­მენ­ტის მი­ზა­ნია ტუ­რის­ტუ­ლი ბაზ­რე­ბის დი­ვერ­სი­ფი­ცი­რე­ბა. 2017 წლი­დან სა­ქარ­თვე­ლოს სა­ელ­ჩო­ებ­თან კო­ორ­დი­ნა­ცი­ით ვახორ­ცი­ე­ლებთ სხვა­დას­ხვა ტი­პის აქ­ტი­ვო­ბებს ევ­რო­პულ ქვეყ­ნებ­ში. BBC, EURONEWS, DEUTSCHE WELE შემ­დეგ, ახლა უკვე გერ­მა­ნი­ა­ში ად­გი­ლობ­რივ რე­ი­ტი­გულ არ­ხებს ვი­ყე­ნებთ, ისე­თებს რო­გო­რე­ბი­ცაა: RTL და N-TV. ბოლო წლე­ბის კვლე­ვე­ბის მო­ნა­ცე­მე­ბით, გერ­მა­ნი­ა­ში მათი ყუ­რე­ბა­დო­ბა ძა­ლი­ან მა­ღა­ლია და მუდ­მი­ვად ინარ­ჩუ­ნე­ბენ ად­გილს რე­ი­ტინ­გუ­ლი ტე­ლე­ვი­ზი­ე­ბის ჩა­მო­ნათ­ვალ­ში. ვი­დე­ორ­გო­ლე­ბი გერ­მა­ნუ­ლე­ნო­ვა­ნი აუ­დი­ტო­რი­ის­თვის გერ­მა­ნულ ენა­ზეა მომ­ზა­დე­ბუ­ლი. კამ­პა­ნი­ის მი­ზა­ნია ჩვე­ნი ტუ­რის­ტუ­ლი მი­მარ­თუ­ლების პო­პუ­ლა­რი­ზა­ცია რო­გორც ოთხი­ვე სე­ზონ­ზე სა­ინ­ტე­რე­სო ტუ­რის­ტუ­ლი პრო­დუქ­ტე­ბის მქო­ნე ქვეყ­ნი­სა და რე­გი­ო­ნის. აჭა­რა­ში ჩა­მო­სუ­ლი უცხო­ელ ვი­ზი­ტორ­თა კვლე­ვის ანა­ლი­ზი გვაძ­ლევს ოპ­ტი­მიზ­მის სა­ფუძ­ველს და აჭა­რის ტუ­რიზ­მის დე­პარ­ტა­მენ­ტი მო­მა­ვალ­შიც გა­აგ­რძე­ლებს სა­ერ­თა­შო­რი­სო ტუ­რიზ­მის სტი­მუ­ლი­რე­ბის კამ­პა­ნი­ებს გან­სა­კუთ­რე­ბით ევ­რო­პის მი­მარ­თუ­ლე­ბით,“ - გა­ნა­ცხა­და აჭა­რის ტუ­რიზ­მი­სა და კუ­რორ­ტე­ბის დე­პარ­ტა­მენ­ტის თავ­მჯდო­მა­რე სულ­ხან ღლონტმა.