Сoca-Cola მარიხუანას შემცველი სასმელის გამოშვებას გეგმავს

კორპორაცია Coca-Cola განიხილავს შესაძლებლობას, წარმოებაში ჩაუშვას სასმელების ხაზი, რომელსაც ექნება მარიხუანას შემცველობა.

კომპანია ამ მიზნით მოლაპარაკებებს აწარმოებს კანადურ კომპანია Aurora-სთან, რომელიც დაკავებულია ამ ნარკოტიკის ლეგალური წარმოებით. ამის შესახებ Bloomberg-ი იუწყება. 

სააგენტოს მონაცემებით, კომპანია გეგმავს მის მიერ წარმოებულ სასმელებში კანაბიოდოლის დამატებას, რომელიც მოიპოვება კანაფში და საიდანაც იწარმოება მარიხუანა. კანაბიოდოლს არ აქვს ფსიქოაქტიური გავლენა და არ ცვლის აღქმას, განსხვავებით მეორე ნივთიერებისგან, რომელსაც შეიცავს კანაფი - ტეტრაჰიდროკანაბიოდილისგან, რომელიც იწვევს ნარკოტიკულ თრობას მარიხუანას მიღებისას.

„ჩვენ ყურადღებით ვაკვირდებით ფსიქოაქტიური გავლენის არმქონე კანაბიოდილის ინგრედიენტად გამოყენებას სასმელებში, ფუნქციონალური შეგრძნების გასაუმჯობესებლად. ეს სფერო დიდ ცვლილებებს განიცდის. ამ მომენტისთვის კონკრეტული გადაწყვეტილება არ მიგვიღია“, - აცხადებს კომპანიის ოფიციალური წარმომადგენელი კენტ ლანდერსი.

სააგენტო დასძენს, რომ მსოფლიო ბაზარზე გაზიან სასმელებზე მოთხოვნის ზოგადი შემცირების ფონზე, კომპანია ახალ მიმართულებებს ეძებს. აგვისტოს ბოლოს კომპანიამ ბრიტანული ყავახანა Costa Сoffee შეიძინა, ახლა კი ცდილობს მოსინჯოს სასმელში მარიხუანას ინგრედიენტად გამოყენება.

კოკა კვირკველია