ქალაქები, სადაც წლიდან წლამდე ცხოვრება სულ უფრო კომფორტული ხდება

ნებისმიერ მეგაპოლისში ცხოვრებას ბევრი უსიამოვნო თავისებურება აქვს, თუმცა იმ 5 ქალაქში, რომლსაც Allnews.ge BBC-ზე დაყრდნობით წარმოგიდგენთ, წლიდან წლამდე ცხოვრება სულ უფრო უკეთესი და კომფორტული ხდება.

Economist Intelligence Unit-ის რეიტინგში მსოფლიოს 140 უმსხვილესი ქალაქი განიხილება. ჩამონათვალი ყოველწლიურად 30 უმნიშვნელოვანესი ფაქტის შედეგს ემყარება, რომლებიც ცხოვრების კომფორტულობაზე ახდენს გავლენას.

მსგავს ფაქტორებს შორისაა უსაფრთხოება, სამედიცინო მომსახურების ხელმისაწვდომობა, განათლება, საკვების, გზებისა და საზოგადოებრივი ტრანსპორტის ხარისხი და რა თქმა უნდა, შესაძლებლობა, რომ კარგი დრო გაატარო კაფე-ბარებში. 2018 წელს ვენამ სიის სათავიდან მელბურნი ჩამოაჩოჩა. ყოველწლიურმა კვლევამ აჩვენა, რომ პირველ ათეულში შესული 6 ქალაქი კანადასა და ავსტრალიაში მდებარეობს.

თუმცა, ჩვენ ახლა ყურადღებას არა გამარჯვებულ ქალაქებზე, არამედ იმ ადგილებზე გავამახვილებთ, რომლებიც უკანასკნელი ათწლეულის განმავლობაში ბევრს შრომობდნენ, რათა სიის სათავისკენ წაწეულიყვნენ. ვერც ერთი მათგანი ჯერჯერობით ათეულში ვერ შევიდა, თუმცა მნიშვნელოვან წარმატებას მიაღწია.

ჰონოლულუ, აშშ

bpnჰავაის შტატის დედაქალაქმა უკანასკნელი 10 წლის განმავლობაში მნიშვნელოვანი წინსვლა განიცადა და ახლა იშშ-ის მასშტაბით საცხოვრებლად ერთ-ერთი ყველაზე კომფორტული ქალაქი გახდა, ამას კი სავარაუდოდ განათლების სფეროში მაღალი მაჩვენებლითა და კულტურით მიაღწია.

თავად ჰონოლულუს მცხოვრებლები ვითარების გაუმჯობესებას მსოფლიო ეკონომიკის ზრდასა და ჰავაიზე ტიპური საქალაქო ცხოვრების წესის დანერგვას უკავაშირებენ, რაც მათთვის აქამდე დამახასიათებელი არ იყო.

ერთ-ერთი ინიციატივა ჰონოლულუში სათემო დასახლებების შექმნა იყო, სადაც დიდი საფეხმავლო ზონები იქნებოდა სეირნობისთვის, როგორიც მაგალითად, უორდ ვილეჯია, სადაც ერთმანეთთან შერეულია სავაჭრო და საცხოვრებელი ფართები. სერიოზული ინვესტიცია განხორციელდა რკინიგზის სისტემაში, რომელიც პირველი იქნება ჰონოლულუში. მისი გახსნა 2020 წლისთვის იგეგმება. მატარებლები ერთმანეთს ქალაქის ბიზნესცენტრსა და გარეუბნებს დააკავშირებს.

ბუდაპეშტი, უნგრეთი

bpnუნგრეთის დედაქალაქსა და ქვეყნის ყველაზე დიდ ქალაქში ბოლო 10 წლის განმავლობაში ინფრასტრუქტურა მნიშვნელოვნად გაუმჯობესდა და ბევრს მიაღწია რაიონების კეთილმოწყობაში, რისი შეუმჩნევლობაც ადგილობრივი მაცხოვრებლების მხრიდან შეუძლებელი იქნებოდა.

"გაჩნდა ბევრი ველოტრასა, ავტობუსებისა და ტრავმაების ხაზები დაემატა, რომლებიც მგზავრებს 24 საათის განმავლობაში ემსახურება. ქალაქის ბევრი ნაწილი ფაქტობრივად ახლიდან აღმოცენდა - მათ შორის ისეთები, რომლებიც ყოველთვის მიტოვებულად მიიჩნეოდა"- ამბობს ბუდაპეშტის ჟურნალის The Spoiled Queen-ის დამაარსებელი.

მიუხედავად იმისა, რომ უნგრეთი ჯერ კიდევ V საუკუნიდან ითვლება ღვინისა და მეღვინეობის ქვეყნად, ახლა აქ კრაფტის ლუდისა და ქუჩის საკვების პოპულარობის ბუმია, ყველგან შეიძლება ახლადგახსნილი კაფეების დანახვა. ამ სფეროში გამოცოცხლება მას შემდეგ დაიწყო, რაც უნგრეთი ევროკავშირის შემადგენლობაში შევიდა, ქვეყანაში უცხოური კომპანიები შევიდნენ. გაჩნდა ახალი სამუშაო ადგილები, ქვეყანაში ჩავიდა ბევრი უცხოელი.

ელ-ქუვეითი, ქუვითი

bpnელ-ქუვეითი მსოფლიოს საუკეთესო ქალაქების სიის ფაქტობრივად ცენტრშია, თუმცა ქალაქი ჩამონათვალის საწყისებისკენ განუხრალად მიისწრაფის.

ქუვეითი სპარსეთის ყურეს, საუდის არაბეთსა და ერაყს შორის არის მოქცეული. ელ-ქუვეითი ყოველთვის იყო მნიშვნელოვნი საპორტო ქალაქი საერთაშორისო ვაჭრობისთვის. უკანასკნელი ათწლეულის განმავლობაში გლობალურმა გავლენამ მის ყოველდღიურ ცხოვრებაში შეაღწია.

"მე იქ გავიზარდე და მახსოვს, რომ ადრე გაცილებით მკაცრი წესები მოქმედებდა, მათ შორის, მუსიკასთან, კინოსთან და თეატრთან მიმართებით. ახლა ყველაფერი იცვლება"- ამბობს მულტიმედიური კომპანია Midwest Immersive-ის დამფუძნებელი აკიბ უსმანი, რომელიც ახლა ამერიკაში ცხვორობს.

თავად უსმანი ამ ცვლილებებს გლობალიზაციასა და ინტერნეტ-კულტურის განვითარებას უკავშირებს. მისი თქმით, ინტერნეტმა უცხოური სამზარეულოსადმიც კი გააჩინა დიდი ინტერესი. მიუხედავად იმისა, რომ ქვეყანა საკმაოდ გახსნილი გახდა დასავლური კულტურისთვის ქვეყანაში მიწის მფლობელები მხოლოდ ადგილობრივები არიან. უცხოელებს, რომლებიც ქუვეითში ბიზნესის დაწყებას გეგმავენ ადგილობვრივი პარტნიორი უნდა ჰყავდეთ, რომლის წილი ბიზნესში 51%-ზე ნაკლები არ იქნება.   კითხვის   გაგრძელება