სებ-მა „მიკროსაფინანსო ორგანიზაცია კრედიტ ცენტრს“ რეგისტრაცია გაუუქმა.
როგორც სებ-ის ვიცე-პრეზიდენტის მურთაზ კიკორიას ბრძანებაშია აღნიშნული, ამ ორგნიზაციის ლიკვიდაციის პროცესიც დაიწყო.
„ძალადაკარგულად გამოცხადდეს „შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება „მიკროსაფინანსო ორგანიზაცია კრედიტ ცენტრის“ მიკროსაფინანსო ორგანიზაციად რეგისტრაციის თაობაზე“ საქართველოს ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტის 2016 წლის 11 იანვრის №7 განკარგულება. შპს „მიკროსაფინანსო ორგანიზაცია კრედიტ ცენტრის“ ლიკვიდატორად დაინიშნოს ეკატერინე ბარბაქაძე. აღნიშნული განკარგულების გასაჩივრება შეიძლება თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში მისი ოფიციალურად გაცნობიდან ერთი თვის ვადაში,“-აღნიშნულია ბრძანებაში.