„ჯეოსელმა“ რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის ლიცენზია 25 მლნ ლარზე მეტად იყიდა

მიწისზედა სისტემებით ელექტრონული საკომუნიკაციო მომსახურებების განსახორციელებლად რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის ლიცენზიის მისაღებად გამოცხადებულ აუქციონში შპს „ჯეოსელმა“ გაიმარჯვა.

ამის შესახებ ინფორმაციას კომუნიკაციების ეროვნული კომისია ავრცელებს.

მათივე ცნობით, აღნიშნულ აუქციონში მონაწილეობის შესახებ განაცხადი კომისიაში მხოლოდ „ჯეოსელმა“ წარადგინა.

„800 მჰც სიხშირულ დიაპაზონში ამოწურვადი რესურსით სარგებლობისთვის, გამარჯვებულმა კომპანიამ საქართველოს ცენტრალურ სახელმწიფო ბიუჯეტში 25 391 303.00 ლარი უნდა გადაიხადოს. შესაბამისი სალიცენზიო პირობებით ლიცენზია შპს „ჯეოსელმა“ 15 წლის ვადით მიიღო,“-აღნიშნულია კომისიის განცხადებაში.